შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ინტერის რიგებს შეუერთდება 23 წლის შემტევი ნახევარმცველი რუბენ ბოტტა, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდება, ბოტტამ უკვე გააფორმა ინტერთან 5 წლიან კონტრაქტი და წელიწადში 1 მილიონს მიიღებს პლიუს ბონუსებით. მოდი უკეთ გავიცნოთ მომავალი ინტერისტა:
სრული სახელი: რუბენ ალეხანდრო ბოტტა მონტერო.
დაბადების თარიღი: 31 იანვარი, 1990( 23 წლის)
სიმაღლე: 1,75 სმ
ამჟამინდელი კლუბი: ”ტიგრი”
ეროვნება: არგენტინა( ნაკრებში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია)
რუბენმა ამჟამინდელ კლუბში ”ტიგრში” 80 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ბოტტა ”ტიგრის” წამყვან ფეხბურთელად ითვლება, მას ტექნიკით ლიონელ მესის ადარებენ, მაგრამ თავად თვლის, რომ ის ყველაზე მეტად სათამაშო სტილით არგენტინელ ანხელ დი მარიას უფრო გავს.
ახლახანს რუბენმა თავის ამჟამინდელ კლუბში შესანისნავი დუბლი შეასრულა, როგორც ჩანს არგენტინელი შესანისნავ ფორმაშია, საინტერესოა, როგორ ათამაშდება ის ”ინტერში”? თავად ბოტტამ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ”ინტერის” დონის ფეხბურთი ითამაშოს და საკუთარ ძალებშიც დარწმუნებულია.
ბოტტა: ”ჩემთვის დიდი ბატივი იქნება ”ინტერის” მაისურის მორგება, ეს არის მსოფლიოში ერთერთი დიდი კლუბი. ”ინტერი” ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მე დავტოვებ ”ტიგრს”, იმიტომ, რომ არ ვარ კმაყოფილი შემოთავაზებული კონტრაქტით, ჩემი დიდი ბაბუა და ბებია წარმოსობით იტალიელები არიან და შემდეგ გადმობარგდნენ არგენტინაში, ვგრძნობ რომ მზად ვარ ვითამაშო სერია-აში, მე მაქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ამ დიდ გამოწვევას შესაბამისად შევხვდე. ჩემი სათამაშო პოზიცია შემტევი ნახევარმცველია, მიყვარს რისკი და საკუთარ თავზე შეტევის აღება, მე მომწონს ჩემი პოზიცია. ზანეტი? ის არის დიდ ფეხბურთელი და სამაგალითო ყველა არგენტინელისთვის და არამხოლოდ არგენტინელისთვის მის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება. არგენტინის ნაკრები? ”ინტერში” გადმოსვლა მე დამეხმარება სანაკრებო კარიერაში ამასი დარწმუნებული ვარ. მე მზად ვარ დიდი გამოწვევისთვის”
რას ფიქრობთ გაამართლებს ბოტტა ინტერში?