სერია A-ს 35-ე ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი რომა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი სამპდორია შეხვდნენ.
ამ შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა მილანურ შავ-ლურჯ სამყაროს,მოგეხსენებათ ლომბარდიელებმა ორი ტურის წინ დათმეს პირველი პოზოცია და მეორე ადგილზე მყოფნი კონკურენტის წაფორხილებას ელოდნენ. გენუელებმა მოტოქე სტუმრად დაამარცხეს და უშუალო კონკურენტ პალერმოსთან ორქულიანი უპირატესობა აღადგინეს.შედეგად წინა დღეს ატალანტასთან გამარჯვებით პირველ ადგილზე აღზევებულმა ინტერნაციონალემ ადგილი შეინარჩუნა და 73 ქულით ცხრილის სათავეშია.
|