აღარ გვყავს გოგია დემეტრაძე, თბილისის "დინამოს” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ვერაზე, მეგობრისგან ბრუნდებოდა და კიბეზე ჩაკეცილა... თბილისის "დინამოზე” ჟურნალს ვამზადებდით და ჩემი უმცროსი ასისტენტები, დათო კალატოზი და დიმიტრი შარიქაძე გავაგზავნე გოგი მასწავლებელთან. დიდხანს ულაპარაკიათ. ბიჭებმა მასალა მომიტანეს, წავიკითხე, კარგა ხანს ვიხარხარე, საჟურნალე სახე მივეცი და... რას მოვიფიქრებდი, თუ გოგი დემეტრაძის ბოლო ინტერვიუ იქნებოდა... …ავთანდილ ჭკუასელის კლასელი გახლდით და ფეხბურთის სიყვარულიც იქიდან მომდევს, თავად მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვთამაშობდი. ისე, მოკრივე ვიყავი — საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონი გავხდი, საქართველოს ჩემპიონი ვარ ავტორალიში, საკავშირო ჩემპიონატში კი მეორე ადგილი მაქვს აღებული! პირველი მე გადმოვედი მამისონის უღელტეხილზე "ვოლგით”! ბავშვობაში საჭმელს არ ვჭამდი და მეუბნებოდნენ: "ბორის პაიჭაძეს გაფიცებ, თუ არ შეჭამოო" და მეც დავაღებდი პირს... პაიჭაძეზე დაფიცებამ აქამდე მომიყვანა! ბორიას არანორმალური დრიბლინგი ჰქონდა, 3-4 მცველი ვერ იჭერდა. 1939 წელს ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც 1 : 4 ვაგებდით ცსკა-სთან. ბევრი წავიდა სტადიონიდან, მე და ბებიაჩემი დავრჩით და ის თამაში 5 : 4 მოვიგეთ, მაგრამ "დინამოს” ვერცერთ თამაშს ვერ გამოვარჩევ: როცა 11 შვილი გყავს, იცით განა, რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? "დინამოს" სტადიონი ლავრენტი ბერიამ ააშენა. მან დამიხვრიტა მამის ორი ტყუპი ძმა. როდესაც დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, ბერიამ და აგენტმა ჯანაშიამ მტკვარში გადააგდეს ბაბუაჩემი, მაგრამ ლავრენტი ბერიამ მე "დინამოს" სტადიონი ამიშენა და თბილისის "დინამო" შექმნა! მე არც ვაქებ და არც ვაძაგებ, უბრალოდ, ჩემს ისტორიას ვყვები - თბილისის `დინამო~ ჩემი სამშობლოა, მიუხედავად იმისა, რომ `დინამო~ მაშინ მილიციის გუნდი იყო! თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუსმენდი, შემდეგ სკოლაში მივდიოდი და ყველას ვუყვებოდი. ამიტომაც მთელი სკოლა მელოდებოდა. ერთხელაც, გამოვიდნენ და ლაპარაკობენ ძიაპშპა, ელოშვილი და სხვები. ვლადიმერ ელოშვილი პირველი შემტევი მარჯვენა მცველი იყო. მე, რა თქმა უნდა, თავი შევყავი, უცბად ელოშვილმა თქვა: "ეს ჭირი ვერ მოვიშორეო" და წიხლი ისე დამარტყა, ლამის მუშთაიდის ბაღში გადავვარდი... გავიდა წლები და "კიროვის" ბაღში მითხრეს, ელოშვილია მოსული და ქეიფობსო, გავეშურე მისკენ — მერე რა, რომ წლების წინ წიხლი ჩამარტყა, — უკნიდან მივეპარე, თვალებზე ხელი ავაფარე და კისერში კოცნა დავუწყე. თუ მიხვდები ვინ არისო? ვოვამ კი ამოიხვნეშა: `დემეტრაძის მეტი ვინ იქნებაო”! დავით ყიფიანი ჩემი აღმოჩენილი და გაზრდილია! ფეხბურთზე დავით ყიფიანის მამას, დათო ბიძიას დავყავდი ხოლმე — ერთ უბანში ვცხოვრობდით. ნოდარ ახალკაცი იშვიათი პიროვნება იყო, უაღრესად განათლებული, თუმცა, ვერის (კიროვის) ბაღში მოსვლა არ უყვარდა! "კიროვის" ბაღში მრავალნაირი მიმართულების გულშემატკივარი იყო. როდესაც "დინამო” გასვლაზე თამაშობდა და იქიდან ღამის 2 საათზე ჩამოვიდოდი, მთელი ბაღი მელოდებოდა და ამბებს მაყოლინებდნენ. ასევე იყო მუშთაიდის ბაღიც. ნოდარ დუმბაძეს მზიან ღამეშიც ვყავარ მოხსენიებული! მე ისტორიკოსი გახლავართ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასპირანტი. 1951 წლიდან უნივერსიტეტში ვმუშაობ. დამასახელეს როგორც ყველაზე არაორდინალური ლექტორი. ამიერკავკასიაში არ ვაცდენდი "დინამოს” თამაშებს. რაკი ვკითხულობდი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიას, პრაქტიკანტები სსრკ-ს ქალაქებში დამყავდა. კალენდარი მქონდა თბილისის "დინამოსი" და ამის მიხედვით ვადგენდი გეგმას, თუ სად უნდა წამეყვანა. თუ "დინამოს" თამაშები კიევში უწევდა, მეც ჩემი პრაქტიკანტებითურთ კიევში ვიყავი. შემდეგ, ლენინგრადში იყო თამაში. მაშინვე გადავფრინდებოდით ლენინგრადში. ნებისმიერ სტუდენტს ემახსოვრება ეს ყველაფერი. 1965 წელს, როდესაც მოსკოვში პელე იყო ჩასული, გავქანდი, მივვარდი და ავტოგრაფი ავიღე. მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის ბრაზილიელებში ვჯდებოდი, ძლიერი ხმა მქონდა. 1970 წელს კი, როდესაც იტალიელებთან ფინალს თამაშობდნენ და 3 : 1 იგებდნენ, ბურთი პელემ წამოიღო, მარჯვნიდან კი კარლოს ალბერტო ერთვება. გასუსულია აცტეკას ტრიბუნები, უცბად წამოვხტი და ვღრიალებ: "კარლოს ალბერტო, პელე!" "კარლოს ალბერტო, პელე!" პელემაც არ დააყოვნა, ზღაპრული პასი გაუკეთა და კარლოს ალბერტომაც გაიტანა - 4 : 1! რამაზ შენგელიას გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტა. მე "შენგელისტი" ვიყავი. იყვნენ "მესხისტები", "იამანიძისტები", "ბარქაიასტები" და სხვები. "კიროვის" ბაღში ამის გამო ზოგიერთი ვერ მიტანდა. შენგელია ბურთს რომ შეაგდებდა, ზოგს არ სიამოვნებდა და ლანძღავდა - რატომ 3 ბურთი არ შეაგდოო! 1982 წელს ესპანეთში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი, ფული არ მქონდა, ჩემი "ნოლ-შესტი” გავყიდე და წავედი! სევილიაში გახლდით - ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ! ბრაზილიასთან თამაშამდე ნინძლავი დავდე, რომ რამაზი 2 გოლს გაიტანდა! ბუნებრივია, ბრაზილიელებში ვიჯექი და ომახიანად ვყვიროდი:” მიდი რამაზ!” შენგელიას ეს ძალიან სიამოვნებდა. ბრაზილიასთან რამაზმა თავის კარიერაში ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ... მსაჯმა არ ჩათვალა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავს ავტეხდი? ჩემს გარშემო უამრავი ბრაზილიელი იყო, ყველა წამოდგა და თავის დაკვრით ბოდიში მომიხადეს. ამის შემდეგ, ისევ შენგელიაზე 100%-იანი პენალტი არ დაგვინიშნეს, მაგრამ მაინც მოვიგე ნინძლავი! 2006 წელს ნიუნგბერგში იყო თამაში მსოფლიო პირველობაზე, ჰოლანდია – პორტუგალია. მამუკა კვარაცხელია დამხვდა, წავედით ფრანკენშტაინის სტადიონზე, თამაშის მერე გამოვედი, მამუკას ველოდები და რას ვხედავ — ხურცილავა, შენგელია, ჩივაძე, ბარქაია და კიდევ ოციოდე ვარსკვლავი. რამაზი ყვირის — შეხედეთ ეს კაცი რა მაგრად ჰგავს გოგია დემეტრაძესო! დამაკვირდნენ- მართლა როგორ ჰგავსო! მოვიდნენ ახლოს და მიხვდნენ რომ მე ვიყავი! ასე მოულოდნელად აღმოვჩნდებოდი ხოლმე ყველგან. ერთხელ, სმოლენსკში გავიპარე უნივერსიტეტიდან, სტადიონზე მივდივარ, უცბად ქუჩაში კინაღამ ავტობუსი დამეჯახა — `დინამოს~ ავტობუსი იყო! გადაირია გუნდი, აქაც მოგვაგნო დემეტრაძემო! მე კახეთში ვარ გაზრდილი და ვგიჟდები გივი ჩოხელზე. კახელებს ფეხბურთელი არ ჰყავდათ, მაგრამ უცბად მოევლინათ ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის კაპიტანი გახდა! ხომ გვაძლევდა შავიზღვისპირეთი გენიალურ ფეხბურთელებს, ქართლმაც მოგვცა სტეფანია! ეს გენიალური მეგრელი ბიჭი ქართლში დაიბადა და გაიზარდა! ჰოდა, მეგრელებზე გეუბნებოდით: მამაჩემი იმერელი იყო და მეგრელი ცოლი ჰყავდა, შემდეგ გავჩნდი მე და მოვიყვანე მეგრელი ცოლი, გამიჩნდა გოგო, რომელიც გათხოვდა მეგრელზე და ახლა, სამი მეგრელი შვილიშვილი მყავს (იცინის). მეგრელებზე ჩამოვარდა სიტყვა და "დინამოს” ახალი პრეზიდენტის დიდი იმედი მაქვს!!!” ავტორი: მამუკა კვარაცხელია წყარო: worldsport.ge
არ ვარ არც "დინამოს" ბალეშიკი და არც ცხონებულ გოგიას ვიცნობდი :( მაგრამ ეს სტატია რომ წავიკითხე რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი თავი რომ ასეთ ქართველ ადამიანებზე თითქმის არაფერი არ ვიცით ქართველებმა...
განსაკუთრებით მომეწონა ეს სიტყვები: ბავშვობაში საჭმელს არ ვჭამდი და მეუბნებოდნენ: "ბორის პაიჭაძეს გაფიცებ, თუ არ შეჭამოო" და მეც დავაღებდი პირს... პაიჭაძეზე დაფიცებამ აქამდე მომიყვანა! ბორიას არანორმალური დრიბლინგი ჰქონდა, 3-4 მცველი ვერ იჭერდა. 1939 წელს ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც 1 : 4 ვაგებდით ცსკა-სთან. ბევრი წავიდა სტადიონიდან, მე და ბებიაჩემი დავრჩით და ის თამაში 5 : 4 მოვიგეთ, მაგრამ "დინამოს” ვერცერთ თამაშს ვერ გამოვარჩევ: როცა 11 შვილი გყავს, იცით განა, რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? "დინამოს" სტადიონი ლავრენტი ბერიამ ააშენა. მან დამიხვრიტა მამის ორი ტყუპი ძმა. როდესაც დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, ბერიამ და აგენტმა ჯანაშიამ მტკვარში გადააგდეს ბაბუაჩემი, მაგრამ ლავრენტი ბერიამ მე "დინამოს" სტადიონი ამიშენა და თბილისის "დინამო" შექმნა! მე არც ვაქებ და არც ვაძაგებ, უბრალოდ, ჩემს ისტორიას ვყვები - მე პირადად ჯერ ხობის "კოლხეთს" ვბალეშიკობ და მერე "ინტერს" რა ვქნა ახლა "დინამოს" ბალეშიკი თუ არ ვარ?! დინამოს ვქომაგობ ევრო ტურნირებზე სხვა არაფერი მაკავშირებს.... მაგრამ მე მინდა გავამახვილო აქ მპოსტავი "ინტერისტების" ყურადღება ჩემს მიერ მოყვანილ ციტირებას მიხვდებით რომ არ უნდა აგინო და ლანძღო შენი საყვარელი გუნდი და იმ გუნდის ფეხბურთელები... ისინიც ხომ იმ დიდი გუნდის წევრები არიან?! რატომ გვიკვირს "ინტერნაციონალურ" გუნდში იყოს იმ გუნდისთვის ჯონათანისნაირი საფეხბურთო კუთხით უღირსი ადამიანი როცა ბევრი შემთხვევაა ოჯახებშიც არიან უღირსი ამ სიტყვით პირდაპირი გაგებით...
რეზი არ გაგიგია: "მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო" ჩემს ლანძღვას ან წებას რათქმაუნდა ინტერის ფუტბალისტებისთვის არანაირი "ქონთრიბუშენი" არ მოაქვს, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ბებიას სიტყვებს მოვიყვან ისევ "მე რომ გწყევლი ჩემი ძუძუები გლოცავენო". მე ჩემს მოყვარეს ზიზღის გამო არ ვაგინებ. ყველაზე ხელის დაფარება არ შეიძლება. ყველას თუ ვეფერეთ და ველაქუცეთ და შენ მაგარი ხარო ვეძახეთ, მასე ვერ გავფრინდებით. ოჯახშიც კი არ ვარგა ეგეთი საქციელი, თუ შვილი სცოდავს იმას მოუწოდო უნდა სწორი გზისკენ, თუ არ გაიგებს, შეაგინო კი არა უარესიც შეიძლება ისევ და ისევ მისი სიკეთისთვის. თუ ვინმე უღირსია ოჯახში უნდა სწორ გზაზე დადგეს და არა სიყვარულის და ფრთების გადაფარებით ისევ იგივე აკეთოს. ყოველ შემთხვევაში ჩენი აზრი ამჟამად ასეთია. გოგიას და ჭეშმარიტ ბალეშიკებს კიდე შემოვევლე, ყველა გუნდისას (მილანისაც) აბა ჩვენ გულში ჩავიხედოთ ვინმე თუა თუნდაც მეათედის გამკეთებელი?
ბაჩო გოგია ახლახანს გარდაიცვალა, მგონი არცაა ჯერ დასაფლავებული.
რაც შეეხება ძუძიებით ლოცვას, მოდი კაცურად შევხედოთ ჩვენ საქციელს, როცა დედის მუტელს ვაგინებთ სიტყვაზე მილიტოს გოლს რომ ვერ გაიტანს (არადა გასატანი იყო) და ერთი კვირის მერე რომ ჩამოვლენ აზერბაიჯანში და ფოტოებს რომ ვიღეებთ, ავტოგრაფს ვთხოვთ და გვეამაყება ell princhipestan ფოტო რომ გვაქვს გადაღებული, მის ავტოგრაფიანი მაისაური რომ გვაცვია... კარგია ხო? :) არადა ზისტად წინა კვირა დღეს ცოცხალ-მკვდარს არ ვუტევებდით და გინებით....
ოჯახის წევრი თუ უღირსია იმას გინებით და ცემა ტყეპით ვერაფერს ვერ ასწავლი, "გველსა ხვრელსა ამოიყვანს ენა ტკბილი მოუბარი"... ხედავ შეიძლება ნორმალური სიტყვითაც ადამინს შეეხო და არაა სავალდებულო აგინო და მერე თქვა კაცო მე რომ ვაგინებ ჩემი იდაყვები ლოცავსო....
განა რამე დააკლდება ინტერის ფეხბურთელებს ჩვენ რომ აქ ვაგინოთ, არაფერი და არც ის მოემატებათ ჩვენ აქ რომ ვაქოთ.... განსხვავება იცი რაშია როცა იგებს ღმერთია და როცა აგებს დედად ვაგინებთ..
არასდროს არ ვყოფილვართ ინტერისტები ინტერის მიმართ აგრესიულები მაგრამ ამ ბოლო დროს ძან ვიმრავლეთ აგრესორებმა... ძან ცუდი ტენდეცია მყარდება და არაა მოსაწონი... არ ვართ თინეიჯერები რომ დაუფიქრებლად ვიმოქმედოთ, ამით უბრალოდ წაკუთარ პირს ვიმყრალებთ მეტი არეფერი...
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]