მილანის ინტერის კამერუნელი ფორვარდი ოპტიმისტურადაა განწყობილი, ეტო'ო იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლონდონის ჩელსის გაუმკლავდება და შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.
ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ ფორმაშია, იგი ინტერის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და წამყვანი თავდამსხმელია. მას ამ ბოლო შეხვედრებში გოლის გატანა ძალიან უჭირს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი დროის საკითხია...
სამუელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს თამაში და სასურველი მეტოქეც შერჩეული ყავს, ეტო'ო მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაშზე ოცნებობს.
ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ინგლისურ კლუბებთან თამაში მშვენივრად გამომდის. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანი ლურჯების კარის აღება და ნერაძურასთვის წარმატების მოტანაა. იმედი მაქვს ანჩელოტის დამოძღვრილ ფეხბურთელებთან გამკლავება არ გამიჭირდება. – განაცხადა ეტო'ო ინტერის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
მაურინიომ ლონდონელთა ყველა სისუსტე ზედმიწევნით კარგად იცის, მან ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი რჩევები მოგვცა... იმედი მაქვს ყოველ მათგანს შესაბამისად გამოვიყენებთ.
წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველის, ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს უბრალოდ აბსურდი იქნება...
– დაასრულა სამუელმა
|