მილანის ინტერის ცენტრალური მცველი ვალტერ სამუელი ბრეშასთან შეხვედრაში დაშავდა და 6-8 თვემდე ფეხბურთს ჩამოშორდება. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოთამაშემ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. უახლოეს მომავალში არგენტინელ ფეხბურთელს ოპერაციას გაუკეთებენ და ვალტერს დაახლოებით 6-8 თვე დასვენება მოუწევს. სამუელს ანალოგიური ტრავმა უკვე გადატანილი აქვს მარცხენა მუხლზე, დაზიანება 2007 წელს მიიღო. რაც შეეხება ბრაზილიელ მაიკონს, რომელიც ამავე შეხვედრაში დაშავდა, მან კუნთის მცირე დაზიანება მიიღო და დაახლოებით ორიოდე კვირის გამოტოვება მოუწევს.
|