მილანის "ინტერის” არგენტინელი ცენტრალური მცველის, ვალტერ სამუელის "პესკარას” წინააღმდეგ თამაში საეჭვოა. 34 წლის უკანახაზელმა, აქილევსის მყესის დაზიანების გამო, დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, სერია A-ს შემდეგ ტურში, "პესკარას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მისი თამაში საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში, დისკვალიფიკაციების გამო, "ინტერს” ჟუანი და რანოკია არ ეყოლება.
|