მილანის ინტერის ცენტრალური მცველი დავიდე სანტონი აცხადებს, რომ მისი გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ჩემპიონობაც განაღდებული აქვს. გუშინდელ თამაში, მაურინიოს ფეხბურთელებმა გმირულად იბრძოლეს და დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში. ახლა უკვე, სერია "ა"–ს ლიდერი, უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს, ამხელა ჰანდიკაპის აღმოფხვრა კი ფაქტიურად შეუძლებელია. "დიდებული თამაში იყო.–განაცხადა სანტონმა "Inter Chanal"-თან საუბარში. "გამარჯვება, დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვიპოვეთ. მსაჯმა დაუმსახურებლად გაგვიძევა მოედნიდან ორი მოთამაშე, მაგრამ ყველაფერი დიდმა სულისკვეთებამ და გამარჯვების წყურვილმა გადაწყვიტა. არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი არ გატყდა და ღირსეულადაც იმარჯვა." "როგორც იქნა ტრავმა მოვიშუშე, ახლა უკვე სრულფასოვნად დავუბურუნდები საკუთარ გუნდს და წარმატების მიღწევაში დავეხმარები. ძალიან მინდოდა Della Madonina-ზე ასპარეზობა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა. დერბი, დერბია, მაგრამ ამასთან ერთად, ამ გამარჯვებამ სკუდეტოც მოგვიტანა. ამას სრული სერიოზულობით ვიძახი, დარწმუნებული ვარ, დარჩენილი შეხვედრები ფიქტიურ ხასიათს ატარებს, 9 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა "როსონერისთვისაც" კი შეუძლებელია.
|