თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ანდრეა ჩვეული აქტიკით ითამაშებს, მართალია მისი 4-3-3 ტაქტიკა მილიტომ შეიწირა მაგრამ იტალიელი სპეციალისტი 4-3-1-2 სქემითაც გამოირჩევა, გვახსოვს ალბათ ამ სქემით რას მიაღწია ინტერმა მოურინიოსთან, ერთად. თუმცა მაშინ ხომ სხვა ფეხბურთელები იყვნენ, მათგან მხოლოდ კამბიასო და ძანეტი დარჩა (ძირითადი შემადგენლობიდან).
კვირას 24 თებერვალს "ინტერი" ორი თავდამსხმელით ითამაშებს, ჩვეულებრივ მეტოქე კარის აღებას შეეცდებიან სხვებთან ერთად ანტონიო კასანო და როდრიგო პალასიო, სხვა გამოსავალი ანდრეაც არც აქვს დარჩენილი, სათადარიგოთა სკამზე ნომინალურად თავდამსხმელი მხოლოდ ტომაზო როკი ყავს დარჩენილი, რომლის გადმოსვლის მიზეზი "ნერაძურიში" დღემდე გაუგებარია. მათ უკან ფოლუმბიელი ფრედი გუარინი გაირჯება, გუარინი რომელიც ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა "ინტერში"
უფრო უკან კი ნახევარდაცვის ხაზს გააკონტროლებენ მატეა კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი და კამბიასო, ნახევარდაცვას შედარებით არაუშავს თუმცა დაცვა "დელა მადონინაში" საკმაოდ გადახალისებული იქნება სხვადასხვა მიზეზთა გამო, დერბის გამოტოვება მოუწევს იტალიელ მცველს ანდრეა რანოკიას რომელსაც მუხლი აწუხებს, მან ტრავმა "კლუჟის" წინააღმდეგმიიღო. შეგახსენებთ, რომ კიდევ ვალტერ სამუელი და სილვესტრე ორივე ტრავმირებულნი არიან და არცეთი არ იქნება მილანის წინააღმდეგ, დისკვალიფიკაციის მხრივ შავ-ლურჯებს ალვარო პერეირა დააკლდებათ რომელსაც ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, სწორედ ამიტომ ანდრეა სტრამაჩონის აქაც სხვა გზა არ აქვს და დაცვის ცენტრში კრისტიან კივუ და ჟუან ჟესუსი გაირჯებიან, მათი დაცვის დუეტი ამ სეზონში პირველადაა, ვნახოთ როგორ გაართმევენ მწვრთნელის მიერ დაკისრებულ მოვალეობას თავს. ფლანგებზე კი იაპონელი იუტო ნაგატომო და ხავიერ ძანეტი იქნებაინ, რომლებიც ამ სეზონში მშვენივრად ასპარეზობენ განსაკუთრებით კი "ილ კაპიტანო". იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან უკვე გააკეთა პირველი კომენტარი:" დიდი მატჩის მოლოდინში ვართ, რომელის დაწყებასაც მოუთმენლად ველოდებით. მიმდინარე სეზონში ჩვენ უკვე დავამარცხეთ მილანი და ამის გაკეთებას კვლავ შევეცდებით, ფავორიტად მილანის დასახელებას ვერაფრით დავეთანხმები, ჩვენი დიდი მატჩების ჩატარება შეგვიძლია მაღალ დონეზე, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ, გაიხსენეთ იუვენტუსი, რომელსაც ყველა ფავორიტად თვლიდა თუმცაღა ჩვენ სტუმრად 1-3 დავამარცხეთ, ასე რომ წინასწარ ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია.
რაც შეეხება "მილანს" მათ არ ეყოლებათ ანტონიო ნოჩერინო, დე იონგი და მატია ფლამინი. თუმცაღა როსონერიმ უკვე დაამტკიცა ბარსელონას წინააღმდეგ თუ რა ძალასაც წარმოადგენს მათ გარეშე, მასიმილიანო ალეგრი სერია ა-ში მარიო ბალოტელის უფრო ენდობა ვიდრე პაცინის თუმცა არაფერია გამორიცხული. სუპერ მარიოს ინტერის გულშემატკივრები ალბათ ობსტრუქციას მოუწყობენ თუმცა მარიო ყველანაირი წინაღობისთვისაც მზადააა.
ინტერი: სამირ ჰანდანოვიჩი, ძანეტი, ჟუან ჟესუს, კრისტიან კივუ, იუტო ნაგატომო, მატეა კოვაჩიჩ, ზდრავკო კუზმანოვიჩ, ესტებამ კამბიასო, ფრედი გუარინ, როდრიგო პალასიო, ანტონიო კასანო