კვირა, 05.05.2024, 15:56
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 18 » სერია ა. 21-ე ტურის წინ
23:22
სერია ა. 21-ე ტურის წინ
სერია ა. 21-ე ტურის წინ
იტალიური ფეხბურთი 21-ე ტურისთვის ძალიან საინტერესო შეტაკებებს გვპირდება, რომელთაგან გამოსარჩევი "სტადიო ოლიმპიკოზე" დაგეგმილი მატჩია. ამ ტურის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაც ასეთია- "რომა" თუ "ინტერი"?

მოგეხსენებათ, პირველ წრეში რომაელებმა ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთით 3:1 დაამარცხეს მილანელები. "მგლები" კვირასაც იმავეს გაკეთებას შეეცდებიან. "ფიორენტინასთან" სათასო დაპირისპირებაში ზემანმა ახალი, 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშა "რომა" და ამან, შეიძლება ითქვას, გაამართლა კიდეც. მწვრთნელს 4 მცველით თამაში გაცილებით მოსწონს, თუმცა საჭიროებების გამო არც დანაკლისზე იტყვის უარს. უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებენ მილიტო, სამუელი და კასანო, ამიტომ სტრამაჩონის დიდი საფიქრალი ექნება შეტევის ხაზის ნორმალურად დასაკომპლექტებლად. ახლა რომ "ინტერს" კარგი პერიოდი არ უდგას, ცხადია, განსაკუთრებით კი მილანელები გასვლით მატჩებში მოიკოჭლებენ. "ჯუზეპე მეაცას" გარეთ "ინტერს" ზეიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული, რაც 1999 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

შავი და თეთრი ფერების სიმრავლე იქნება ტურინში, სადაც ადგილობრივი "იუვენტუსი" "უდინეზე" დაუხვდება. რა თქმა უნდა, მატჩის ფავორიტად "ბებერი ქალბატონი" განიხილება, თუმცაღა აუცილებლად უნდა აღინიშნოს უდინელთა ბოლოდროინდელი პროგრესი. გვიდოლინის ბიჭებმა ბოლო ორ ტურში ზედიზედ "ინტერსა" და "ფიორენტინას" აგემეს 3-3 ბურთი და ორივე თამაშში მაქსიმალური ქულა აიღეს. ბრკიჩის ტრავმამ რეზერვის მეკარე პრადელის ძირითადისკენ გზა გაუხსნა. ამ ადამიანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტურინულ მატჩში. "იუვენტუსის" დანაკლისს თუ შევეხებით, პირლო უნდა ვახსენოთ- ანდრეას მარჯვენა ფეხის კუნთებზე ტკივილები აწუხებს, რამაც შეიძლება გამოცდილ ნახევარმცველს მოედანზე გასვლაში შეუშალოს. რასაკვირველია, "იუვე" მხოლოდ ამ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არაა, ამიტომ გვიდოლინის გარკვეული სიურპრიზების მომზადება მოუწევს, თუ წარმატების მიღწევა უნდა.

არც ისე ადვილი უქმეები ელის "მილანს". კვირას "სან სიროზე" სათამაშოდ ჩავა "ბოლონია", რომელიც არასდროს არ ყოფილა "როსონერისთვის" იოლი მეტოქე (წინა სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი ფრედ დამთავრდა). დღევანდელი "ბოლონია" ძალიან მებრძოლი გუნდია და მას ყველაფერი გააჩნია, რათა "მილანს" უიქ-ენდი ჩაუშხამოს. სერია ა-ს გასულ ტურში "ბოლონიამ" 4:0 გაანადგურა "კიევო", ამიტომ მასიმილიანო ალეგრის ფეხბურთელებს დაცვაში ყურადღებით თამაში მართებთ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად "მილანი" მე-7 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრ სანატრელ ადგილს მთელი 11 ქულითაა დაშორებული.

"მილანისგან" განსხვავებით, ჩინებულად ირჯევიან "ნაპოლის" ფეხბურთელები. ნეაპოლელებმა , როგორც იქნა, ორმოს თავი დააღწიეს და 4-მატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ, სამი მატჩი მოიგეს ზედიზედ. ვალტერ მაცარის შეგირდებმა აღნიშნულ სამ შეხვედრაში მეტოქეებს ჯამში 9-ჯერ გაუტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი გოლი მიიღეს. ამჯერად "ნაპოლის" სერიოზული გამოცდა ელის "ფიორენტინას" სახით. ამ მატჩს სატურნირო თვალსაზირისთაც დიდი მნიშვნელობა აქვს. "იები" მე-5 ადილზე არიან და ლიდერთა სამეულში შესვლისთვის იბრძვიან, ამისთვის კი "ლიდერების" დამარცხება საუკეთესო საშუალებაა. თანაც "ფიორენტინას" ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული და გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციაა საჭირო. "არტემიო ფრანკიზე" ორივე გუნდის ოპტიმალური შემადგელონა შეძლებს საკუთარი ძალის დამტკიცებას. გულშემატკივრებმა, წესით საინტერესო და ლაღი დაპირისპირება უნდა იხილონ.

21-ე ტურის განრიგი


სერია ა. 21-ე ტურის წინ

სატურნირო მდგომარეობა


სერია ა. 21-ე ტურის წინ

ბომბარდირები

სერია ა. 21-ე ტურის წინ
ნანახია: 607 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
1 intereli  
0
itokshi mosagebia es tamashi da sisxli unda daigvaros romshi :D

2 interista5099  
0
rokim unda ivashkacos ra midit bichebo sheuberet

3 wesleysneijder  
0
es tamashi tu moviget chempionobistvis brdzolas ganvagrdzobt tu ver movigrt sameulshi shesvlistvis brdzola gveqnebaa.rodis mova xvalindeli dge cudad var ukveee,,amis dedac romas tavdasxmis meshinia mxecebi arian magatii

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter