ყველაზე მაღალი დასწრება: 79,341 (ინტერი-მილანი) 26-ე ტური
ყველაზე დაბალი დასწრება: 4390 (კალიარი-ბოლონია) 8-ე ტური
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სახლში:6-0 (სამპდორია-პესკარა) 22-ე ტური
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სტუმრად: 1:6 (პესკარა-იუვენტუსი) 12-ე ტური
26-ე ტურის ციფრები და ფაქტები
2004 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა მილანურ დერბიში ფრე;
მილანს ინტერის წინააღმდეგ 2011 წლის შემდეგ არ მოუგია;
"სიენამ" ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაამარცხა "იუვენტუსი";
სტეფან რადუ ("ლაციო") ვასილის ტოროსიდის ("რომა") მარკო ლივაია ("ატალანტა") ლაზაროსი ("ბოლონია) მათ სერია ა-ში პირველი გოლი გაიტანეს;
"ლაციომ" პირველად მოიგომიროსლავ კლოზეს გარეშე;
"პარმას" 6 მატჩია გამარჯვება არ მოუპოვებია;
სერია
2-კალიარი, რომა, კატანია, გამარჯვება
9-ნაპოლი
12-მატჩია პალერმოს არ მოუგია
2-პარმა, პესკარა, ატალანტა, განადგურება
დერბი
რიგით 221-ე „დერბი დელა მადონინას" გუნდები ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობით შეხვდნენ. სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩის არწამგებმა „მილანმა", შუა კვირაში, „ბარსელონას" ძლევით, ხასიათი კიდევ უფრო გამოიკეთა. რაც შეეხება „ინტერს" - იტალიის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში, „ნერაძურის" მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თანაქალაქელს ცხრილში გადაასწრო და სასურველ მე-3 ადგილზე მოკალათდა. მილანური დერბი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ნომინალური სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, რაც გატანილ გოლშიც გადაიზარდა. 21-ე წუთზე, ბოატენგის ძალიან დროული და ზუსტი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ელ შაარავიმ დაამტკიცა, რომ მიუხედავად გუნდში მარიო ბალოტელის მოსვლისა, ლიდერის ფუნქციაზე უარის თქმას იგი არ აპირებს. მას შემდეგ, რაც „მილანში" ბალოტელი გადავიდა, ელ შაარავიმ პირველი, ხოლო სულ მიმდინარე გათამაშებაში მე-16 გოლი გაიტანა. გოლის გატანის შანსი ბალოტელისაც ჰქონდა, თან 2, მაგრამ ახლო მანძილიდან, მან ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. მე-2 ტაიმი „ინტერის" უპირატესობით დაიწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, გუარინის დარტყმის შემდეგ, „მილანი" ბრწყინვალედ მოთამაშე აბიატიმ იხსნა. 69-ე წუთზე, მოედანზე სკელოტოს შეშვებით, სტრამაჩონიმ გუნდის შეტევა გააძლიერა, რამაც შედეგი 2 წუთში მოიტანა. მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეული ნაგატომოს ჩაწოდების შემდეგ, ბურთმა მექსეს გადაუფრინა, ხოლო სკელოტომ, ზუსტი თავურით, „ინტერის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრე ხელს არცერთ გუნდს არ აძლევდა, მაგრამ 2004 წლის შემდეგ, გუნდებმა ქულები პირველად სწორედ ამ მატჩში გაიყვეს. დიახ, ბოლო 20 „მადონინაში", ან ერთი გუნდი იგებდა, ან მე-2, ხოლო უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში, გამარჯვება „ინტერს" რჩებოდა. კვირას, ორივე ეს სერია შეწყდა.
ტურის თრილერი
ბევრად უფრო საინტერესო, იყო ვიდრე დერბი დელა მადონინნა, სარდინიაზე, კალიარისა და ტორინოს დაპირისპირება. მატჩი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 4:3. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ 54-ე წუთზე, წინ უკვე სტუმრები იყვნენ. 75-ე და 87-ე წუთებზე, „კალიარიმ" 2-ჯერ გაიტანა და კვლავ მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-2 დამატებულ წუთზე, მოედანზე 9 კაცით დარჩენილმა „ტორინომ" გაათანაბრა და თითქოს ქულაც მოიპოვა, მაგრამ ორ წუთში, დანიელე კონტიმ ის გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც, „კალიარი" და „ტორინო" ქულებით გათანაბრდნენ.
ტურის გამარჯვება
წინა ტურში, „რომასთან" წაგების შემდეგ, კვლავ იმარჯვა „იუვენტუსმა", რომელიც „სიენას" იოლად გაუსწორდა. პირველ ტაიმში, მასპინძლები ლიხტშტაინერმა დააწინაურა, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი შედეგიანად აისხლიტა. მე-2 ნახევარში, თავი ჯოვინკომ და პოგბამ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა, შორეული დარტყმით, მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა.
"უდინეზე" 1-1" ნაპოლი"
ერთი წლის წინათ, 2012 წლის თებერვალში, „ნაპოლიმ", სერია A-ში, 0:0 ზედიზედ 2-ჯერ ითამაშა. მას შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნეაპოლელებს მიჯრით 2 თამაშში გოლი ვერ გაეტანოთ. 2013 წლის თებერვალში, იგივე განმეორდა - ნეაპოლელებმა ზედიზედ 2-ჯერ ითამაშეს უგოლო ფრე. საინტერესოა, რომ 2012 წლამდე, ბოლო ასეთი შემთხვევა 2010 წელს იყო დაფიქსირებული. მაშინაც თებერვალში და 3 წლის წინათაც, ზედიზედ 2-ჯერ, ნეაპოლელებმა არც გაიტანეს და არც გაუშვეს. „სამპდორიას" შემდეგ, ვალტერ მაცარის გუნდი უგოლოდ „უდინეზეს" დაუზავდა. „ფრიულიზე" გამართული შეხვედრის პირველმა ტაიმმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა. მე-2 ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, მიზანს ვერცერთმა გუნდმა მიაღწია და შედეგად, „ნაპოლიმ" ლიდერი „იუვენტუსი" წინ 6 ქულით გაუშვა. 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტით, მე-3 ადგილი დაიბრუნა „ლაციომ", რომელმაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პესკარას" 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 29-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი დარტყმით, ანგარიში რადუმ გახსნა. ექვს წუთში, იგივე ლულიჩმა გააკეთა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ტურის დაბრუნება
5 -მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტით, მე-3 ადგილი დაიბრუნა „ლაციომ", რომელმაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პესკარას" 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 29-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი დარტყმით, ანგარიში რადუმ გახსნა. ექვს წუთში, იგივე ლულიჩმა გააკეთა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
გუნდური სტატისტიკა
საკეთესო თავდასხმა: იუვენტუსი (53) რომა (51) ნაპოლი, ფიორენტინა (46) საუკეთესო დაცვა: იუვენტუსი (17) ნაპოლი (21) ლაციო (29) ყველაზე ცუდი თავდასხმა: პესკარა (20 ) პალერმო (22 ) ატალანტა (24 ) ყველაზე ცუდი დაცვა: პესკარა (53) რომა (47) კალიარი (43) ზუსტი პასები : მილანი (86%) იუვენტუსი (85) ფიორენტინა (84) დარტყმა: იუვენტუსი (491) რომა (444) მილანი (432)