ორშაბათი, 06.05.2024, 00:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » სერია ა_ს 23–ე ტურის სიმბოლური ნაკრები
18:08
სერია ა_ს 23–ე ტურის სიმბოლური ნაკრები
 
Goal.com -ის ჟურნალისტებმა სერია ა–ს
23–ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს

 
გოლკიპერი

ჟულიო სერხიო (რომა)

ამ პოსტისთვის ორი საუკეთესო მეკარე იბრძოდა, ერთი ჟულიო სერხიო და მეორე, ბოლონიას კიპერი რობერტო კოლომბო. ორივე ფეხბურთელმა დიდებულად იასპარეზა, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია რომას კიპერის მოქმდებანი. სერხიო დღითი–დღე ამტკიცებს, რომ სერია ა–ში ერთ–ერთი საუკეთესოა. ეს უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბრაზილიელი გოლკიპერი, იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შევიდა.

მცველები


აიკონი (ინტერი)

ბრაზილიელი უკანა ხაზელი ძალიან კარგ ფორმაშია, იგი საკუთარი გუნდის დაცვის ბურჯი და შეტევის მამოძრავებელი ძალაა. მას როგორც, მარჯვენა მცველად, ასევე შემტევ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, დუგლასი უნივერსალური და შეუფასებელი მოთამაშეა. მისით ყველა აღფრთოვანებულია, თვით დონ ჟოზე მაურინიოც, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაქო მაიკონი და ევროპის საუკეთესო ფლანგელი უწოდა.

დარიო დაინელი (ჯენოა)

ფიორენტინადან წამოსვლის შემდეგ, გრიფონის დაცვის ხაზი ძალიან დასუსტდა. იტალიელი უკანა ხაზელი ძალიან კარგი ფეხბურთელია. გასულ ტურში მან დიდებული შთაბეჭდილება დატოვა ყველა ჩვენგანზე. ის ყოველ თამაშში უმატებს, მისი სახით, სკუადრა აძურას" მომავალი კანავარო ეზრდება.

სიმონ კაიერი (პალერმო)

ახალგაზრდა ფეხბურთელი, საკმაოდ ნორმალური მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი გასულ ტურშიც უშეცდომო და რაც მთავარია შედეგიანი გახლდათ. კაიერი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გასაქანს არ აძლევდა და სამოძრაო წყაროს უძღუდავდა. მისი მოქმედებანი, საფეხბურთო კრიტიკოსებმა, "ჩინეთის კედელსაც" შეადარეს.

ჯამპაოლო ბელინი (ატალანტა)

ბელინის მაგვარი გაბარიტებით ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიტრაბახებს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მეორე სართულზე ორთაბრძოლების სპეციალისტი ბრწყინვალე ფორმაშია. მისი გადაბირება უამრავი ევროპული გრანდის სრუვილია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვებას არც ერთი ჭკუადმყოფელი მწვრთნელი არ გადაწყვეტს.

ნახევარმცველები

მარკო როსი (ჯენოა)

ახალგაზრდა ვინგერი ენთუზიაზმით აღსავსე და ძალიან მონდომებული ფეხბურთელია. იგი ყველას აღაფრთოვანებს, საკუთარი ტალანტითა და შედეგიანი მოქმედებებით. იტალიელი მოთამაშე, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. მარკო როსიმ, სერია "ა"–ს 23–ე ტურის სიმბოლრ გუნდში ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

ხავიერ ძანეტი (ინტერი)

ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი, მონდომებული და საოცრად სწრაფი, ასე დაახასიათეს საფეხბურთო კრიტიკოსებმა, არგენტინელი ლეგენდა. ძანეტი "ინტერის" მთავარი დამრტყმელი ძალა და უცვლელი კაპიტანია.

ფაბიო სიმპლისიო (პალერმო)

30 წლის ფეხბურთელმა, მოედანზე მხოლოდ ათი წუთი დაჰყო, მაგრამ თავისი გამოსვლით ყველა შოკში ჩააგდო, იტალიელი ფეხბურთელი ისეთი მონდომებით ჩაერთო მატჩში, რომ ყველა გულშემატკივარი, თუ უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული პირღია დატოვა.

თავდამსხმელები

ანტონიო დი'ნატალე (უდინეზე)

ვეტერანი იტალიელი ბრწყინვალე ფორმაშია, "უდინეზეს" უცვლელი კაპიტანი და გუნდის წარმატებების მთავარი შემოქმედი ჩვეულ სტილში აგრძელებს ასპარეზობას.

გორან პანდევი (ინტერი)

პანდევი ინტერში გადასვლის შემდეგ უდიდეს პროგრესს განიცდის, ჩეხი ფეხბურთელი თითქმის ყველა შეხვედრაში გოლს იტანს. მან ჟოზე მაურინიოს ნდობის მოპოვებაც მოახერხა და ამ დრომდე ნერაძურას მთავარი შემტევი მარიო ბალოტელი, ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო.


მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
 

––––––––––––––––––ჟულიო სერხიო–––––––––––––––––––––
––მაიკონი––––––დაინელი––––კაიერი–––ბელინი–––––––
–––როსი––––ძანეტი–––––სიმპლისიო––––ვალდესი–––––
––––––––––––––პანდევი–––––––დი'ნატალე––––––––––––––
ნანახია: 824 | დაამატა: inter | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 12
1 inter  
2

2 interist  
2
fanebi.comze cavikitxe zustad exla es statiaa :))) sagol kaiaa flag3

3 intera  
2
საღოლ ინტერს და პანდევს, ისე გორანა ჩეხი არ არის, მაკედონიელია flag3 flagitaly flag3

4 inter  
1
EG STATIA CVENMA MOMXMAREBELMA MOMACODA DA UKVE UNDA TKVENC ISCAVLOT STATIEBIS CERA DA SIAXLIS DADEBAC RADGAN SAITI AR UNDA IYOS 2 ADAMIANZE DAMOKIDEBULI ...sIAXLEEBS ME DA INTERINIO VCERD ZOGS KI ADRINBABA DA SXVEBI MIGZAVNIA... DZAN KAI IKNEBA RO KVIRASHI 1-2 SIAXLEC TKVEN DACEROT
VINMES TU UNDA DACYEBA STATIEBIS CERA DAMIKAVSHIRDIR MOGCEMT KARTUL SHRIPTS DA SURATEBIS DADEBASAC GASCAVLIT

5 interinio  
1
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

Ro ra Visa undat dagvikavshirdit da statusac moganicebt
da yvelapersac gascavlit... ro upro saintereso gavxadot eg saiti

6 intera  
2
კი მინდა ჩემი წვლილიც შევიტანო, მაგრამ აზრზე არ ვარ საერთოდ. ვერც გადმოვთარმნი და დადებაც არ ვიცი. სხვა საიტებიდან ვერ დავაკოპირებ, ტეხავს რაა galiani flag3 flagitaly flag3

7 forza milan  
-2
vaaaaaa inters fani yolia to :D:D:D

8 forza milan  
-2
interinio
getanxmebi es saiti namdvilad uinteresoa

9 adribaba  
4
pexburtshi ki vuketebt siyvaruls milans da saiti mainc qondes interze kai antimilan antimilan antimilan antimilan galiani

10 interinio  
2
flagitaly MILANISTEBI NEL NELA IKRIBEBIAN AK TU RAXDEBA

11 RealInterFan  
2
IYVNEN KACO MILANISTEBI MTAVARIA AR IUZDELON DA TAVI SHEIKAVON AK

12 nerazuri  
1
sagol interleboo flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter