შაბათი, 04.05.2024, 04:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » სერია A. XX ტური: "ინტერი" "პესკარას" სერიოზული დანაკლისით დაუხვდება
13:50
სერია A. XX ტური: "ინტერი" "პესკარას" სერიოზული დანაკლისით დაუხვდება

მართალია, "პესკარამ" გასულ ტურში სენსაცია მოახდინა და გასვლაზე "ფიორენტინა" დაამარცხა, მაგრამ "ინტერთან" პაექრობაში "დელფინები" ბევრს განწირულად მიაჩნია.

ნერაძურის" ცუდი დროება უდგას, მიჯრით დაკარგა ქულები და ამ წარუმატებელი სერიის დასასრულებას მილანელები სწორედ დებიუტანტის ძლევით აპირებენ.

ანდრეა სტრამაჩონის დაცვაში აქვს საკადრო პრობლემები, რადგან ჟუან ჟესუსი და ანდრეა რანოკია დისკვალიფიცირებულნი არიან, ვალტერ სამუელს კი ტრავმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში ისევ ესტებან კამბიასო გაირჯება, რომელმაც წინა ტურში ამავე პოზიციაზე ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა მწვრთნელს დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ამგვარი გადაწყვეტილება გასაგები იქნება. ცალკე თემაა, რომ სამ-კაციანი დაცვის ხაზი, რომელიც სათამაშო პრაქტიკას მოკლებული სილვესტრით, ნახევარმცველი კამბიასოთი და მობერებული კივუთი იქნება დაკომპლექტებული, მილანელებს სიმშვიდის განცდას ნამდვილად არ დაუტოვებს.


"ინტერი" ალბათ სამი ფორვარდით შეუტევს, ტრიო კი ნაცადი იქნება: ანტონიო კასანო, დიეგო მილიტო და როდრიგო პალასიო. მეორე ნახევარში, ერთ-ერთს ალბათ ტომაზო როკი შეცვლის, რომელიც თადარიგში იქნება.

ვნახოთ, დასრულდება თუ არა "ინტერის" წარუმატებელი სერია "პესკარასთან" შეხვედრაში.

forzza inter!!!
ნანახია: 603 | დაამატა: intereli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 nerazuri  
0
imedia dasruldeba..rac arunda iyos unda moigon es tamashi..ubralod sircvilia esec ro ver moigon...forza inter ! flag3

2 wesleysneijder  
0
mainc gavdzidzgnit magatiii:D:D flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter