კვირა, 05.05.2024, 00:02
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » სერია A. XXI ტურის წინ: ძველი მეტოქეები და "ოლიმპიკო"
14:36
სერია A. XXI ტურის წინ: ძველი მეტოქეები და "ოლიმპიკო"
XXI ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ინტერს" უმასპინძლებს. 

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს უპრინციპულესი ჯახი ელით, რადგან ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს. 

ინტერი, კასანოს და მილიტოს გარეშე
მოახლოებულ ჯახს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს... მოგების შემთხვევაში, მილანელთა ორბიტაზე ისევ გამოჩნდება სკუდეტო, რომაელთა წარმატება კი "ჯალოროსის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დააბრუნებს. 

მოკლედ, სასწორზე ბევრი რამე დევს, მით უმეტეს, ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან. გახსოვთ ალბათ, ახლო წარსულში, რამდენიმე წლის განმავლობაში სკუდეტოსაც და იტალიის თასსაც სწორედ ეს ორი გუნდი იყოფდა და ინაწილებდა.

"ინტერს" სერიოზული დანაკლისი აქვს და ანდრეა სტრამაჩონი მეტად რთულ მდგომარეობაშია. შუა და უკანა ხაზელებს რომ თავი დავანებოთ, მილანელებს თავდასხმაშიც უჭირთ. ხუმრობა საქმე ხომ არაა, "ნერაძურის" ანტონიო კასანოსა დადიეგო მილიტოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. 

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ძირითად შემნადგენლობაში როდრიგო პალასიოდა ტომაზო როკი გაირჯებიან. ამ მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა რომაელთა ბანაკში, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან მხოლოდპაბლო ოსვალდოა დაშავებული. 

სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაში არიან მატია დესტრო, ერიკ ლამელა და ფრანჩესკო ტოტი. შუა კვირაში, ორივე გუნდმა 120-წუთიანი სათასო ბატალიები გამოიარა და ორივემ გააღწია ნახევარფინალში. ისიც ვთქვათ, რომ ანდრეა სტრამაჩონისგან განსხვავებით, თასზე ზდენეკ ზემანმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, თუნდაც ფრანჩესკო ტოტი და ერიკ ლამელლა. გუნდების ფიზიკურმა მომზადებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს რომაულ დაპირისპირებაში. 

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი - ლამელლა, ტოტი, დესტროყ.
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, კივუ - ძანეტი, გარგანო, კამბიასო, პერეირა - გუარინი - როკი, პალასიო.

ლიდერები შაბათს...
სატურნირო ცხრილში დაწინაურებული გუნდები თავიანთ შეხვედრებს შაბათს გამართავენ: "იუვენტუსი" "უდინეზეს" უმასპინძლებს, "ლაციო" კი "პალერმოს" ესტუმრება. 

ჯერ "იუვეზე" ვთქვათ, რომელიც აგერ უკვე ორი თამაშია მოგებას ვერ ახერხებს და ბევრი კრიზისზეც კი ალაპარაკდა. ანტონიო კონტე ანდრეა პირლოს მოისაკლისებს და ეს რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია. მით უმეტეს, ტურინულ გრანდს კლაუდიო მარკიზიოც დაშავებული ჰყავს, ნახევარდაცვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი.

პირლოს და მარკიზიოს ადგილს ლუკა მარონე და პოლ პოგბა დაიკავებენ. მარცხენა ფრთაზე აფრიკაში გამგზავრებულ კვადვო ასამოას პაოლო დე ჩელიე შეცვლის და გამოდის, რომ "იუვეს" შუა ხაზი ოპტიმალურისგან ძალიან შორსაა, ალბათ სწორედ აქედანაც მოდის ეს ჩავარდნა და საინტერესოა, როგორ ითამაშებს შესუსტებული "ვეკია სენიორა" ფერზე მოსული "უდინეზეს" წინააღმდეგ.

რთული მატჩი ელის "ლაციოს", რომელიც "პალერმოს" სტუმრობს. ამბობენ, რომჯანპიერო გასპერინისთვის ეს ბოლო შანსია და თუ სიცილიელებმა ვერ მოიგეს, მწვრთნელს პოსტის დატოვება მოუწევს. მოკლედ, კუნძულელები თავს არ დაზოგავენ და "ბიანკოჩელესტეს" წესით დიდი ჯაფა უნდა დაადგეს. მით უმეტეს, რომაელებსმიროსლავ კლოზე ჰყავთ ტრავმირებული. გერმანელი ფორვარდის ადგილს სერჯო ფლოკარი დაიკავებს, რომელმაც წინა ტურში "ლაციოს" სამი ქულა მოუტანა. 

ფლორენციაშიც დიდი ამბებია
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი ფლორენციაში შედგება, სადაც "ფიორენტინა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. აღარ მოვყვებით იმის ახსნას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჯახი ორივე გუნდისთვის, რადგან სატურნირო ცხილში ეს ისედაც ნათლად ჩანს.

ნეაპოლელებს კამილო ცუნიგა ჰყავთ ტრავმირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პაბლო არმერო ძირითად შემადგენლობაში იქნება. მარეკ ჰამშიკი, გორან პანდევი და ედინსონ კავანი ჯანზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლი" შეტევაში მთელი თავისი არსენალით გადავა. 

დაახლოებით იგივე ვითარებაა ფლორენციელთა ბანაკშიც, შეტევის წინა ხაზზე კისტევან იოვეტიჩი და ლუკა ტონი მოიაზრებიან. "ვიოლასთვის" 2013 წელი საშინლად დაიწყო - სერია A-ში ორ მარცხს, თასიდან გამოვარდნა დაემატა და იქნებ აქ მაინც გატყდეს ნავსი... 

იტალია. სერია A. XXI ტური
19 იანვარი
პალერმო-ლაციო 21.00
დისკვალიფიკაცია: ბარეტო (პალერმო).
ტრავმა: ერნანდესი, მანტოვანი, ბრიენცა - კლოზე, ედერსონი, გონსალესი.
ბოლო 6 მატჩი 
+0=1-5 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=4-7, (28-28)

იუვენტუსი-უდინეზე 23.45
ტრავმა: მარკიზიო, კიელინი, პეპე, ბენდტნერი, პირლო - ბრკიჩი, ფაბრინი, ბენეტია, ბადუ.
ბოლო 6 მატჩი 
+4=1-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +23=5-7, (59-28)

20 იანვარი
ფიორენტინა-ნაპოლი 15.30
ტრავმა: როსი, აგაცი - ცუნიგა.
ბოლო 6 მატჩი 
+2=3-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=6-7, (38-24)

მილანი-ბოლონია 18.00
ტრავმა: დიდაკ ვილა, დე იონგი, იეპესი, ამბროზინი - ხიმენესი, ნატალი, ტაიდერი, აკვაფრესკა.
ბოლო 6 მატჩი 
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +16=6-5, (48-25)

ატალანტა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: კარმონა, რაიმონდი - კოსუ.
ტრავმა: კაპელი, ბელინი, მარილუნგო, ლუკინი - არიაუდო, ერიკსონი, ნენე.
ბოლო 6 მატჩი 
+1=1-4 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8=6-7, (33-34)

კიევო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო).
ტრავმა: ფრეი, გუანა, დრამე - გალოპა.
ბოლო 6 მატჩი 
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=6-8, (14-23)

ჯენოა-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: პიზანო, სეიმური - ლოდი, ლეგროტალიე.
ტრავმა: ფერონეტი, იანკოვიჩი, ვარგასი - შაკა, ალმირონი.
ბოლო 6 მატჩი 
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=3-9, (21-23)

პესკარა-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: ბიანკი (ტორინო).
ტრავმა: კოსიჩი - დიოპი, სანტანა, ოგბონა.
ბოლო 6 მატჩი 
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=1-9, (19-25)

სიენა-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი (სიენა).
ტრავმა: პოცი, მაქსი ლოპესი, მარესკა, ხუან ანტონიო (სამპდორია).
ბოლო 6 მატჩი 
+0=0-6 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=9-9, (17-30)

რომა-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).
ტრავმა: ოსვალდო, სტეკელენბურგი, რომანიოლი - სტანკოვიჩი, კასტელაცი, ნაგატომო, ალვარესი, სამუელი, მილიტო, კასანო, კოუტინიო.
ბოლო 6 მატჩი 
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +14=16-24, (79-95)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნა:
 სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 16 - კავანი (ნაპოლი); 14 - ელ შაარავი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია).
ნანახია: 615 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
dzan didi danaklisia to intershi roma ki titkmis sruli shemadgenlobit itamashebs prec ar ikneba cudi shedegi

Sagol dzma magari statia

2 wesleysneijder  
0
ra nagatomoo too naga tamashobs da cassanoc dajee satadarigodan iwyebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter