როგორც მოგეხსნებათ, გუშინ საღამოს სერია ა–ში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი პარმა და მილანის ინტერი დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია სანახაობრივი გამოდგა, მაურინიოს შეგირდებს მოწინააღმდეგე გუნდმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა და რაც ყველაზე საინტერესოა, სასურველ შედეგსაც მიაღწია. გასულ მატჩში, დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ, ანგარიში 1–1 დასრულდა.
მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა ნერაძურას კიპერმა, ჟულიო სეზარმა. ბრაზილიელი მეკარე, დაფიქსირებული ყაიმით უკმაყოფილოა.მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რატომღაც მოდუნებულები გავედით მოედანზე და დამსახურებულადაც დავკარგეთ ქულები.–განაცხადა სეზარმა Inter Channel–თან ინტერვიუში.
ჩემი აზრით, დაფიქსირებულ შედეგზე ნერვიულობა და თავის მართლება არასწორი საქციელი იქნება, უბრალოდ უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და ლაფსუსები საკუთარ თავში ვეძებოთ.
ჩვენი ამჟამინდელი ფიქრები მხოლოდ მომვალ მატჩს ემიჯნება, რომელსაც ძალიან მრისხანე მეტოქესთან ჩავატარებთ. ინტერს, სიცილიური გრანდი და სერია "ა"–ს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი "ნაპოლი" შეერკინება.
30 წლის ბრაზილიელი კიპერი, პარმას ფეხბურთელთა თამაშით მოხიბლული დარჩა, კერძოდ კი ანტონიო მირანტეს მოქმედებებით. "მირანტემ შეუდარებლად იასპარეზა. ანტონიო გასული მატჩის გმირია.–დაასრულა ბრაზილიელმა.
|