მილანის "ინტერის" ბრაზილიელი მეკარე, ჟულიო სეზარი გასულ შეხვედრაში თავის შეცდომას აღიარებს და თანაგუნდელებს ბოდიშსაც უხდის. შეგახსენებთ, რომ გუშინ სერია A-ს 31–ე ტურის ცენტრალური მატჩი – "რომის ოლიმპიურ" არენაზე, ადგილობრივ კლუბსა და "ნერაძურას" შორის გაიმართა. მიმდინარე შეხვედრა რომაელთა დამსახურებული გამარჯვებით 2–1 დასრულდა.
"გაშვებული გოლი ჩემს სინდისზეა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი ხელიდან გამივარდა, ეს არც ერთ მეკარეს არ ეპატიება."
"მინდა ყველა ჩემს თანაგუნდელს ბოდიში მოვუხადო, რადგან გუშინდელი მარცხი ჩემი ბრალია. მიმდინარე მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დასრულებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა..."
|