მილანის ინტერის ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა უარყო ხმები გელზენკირხენის შალკეში გადასვლის თაობაზე. სერბმა იქვე აღნიშნა, რომ "ნერიაძური" იქნება მისი უკანასკნელი კლუბი კარიერაში: "გერმანიიდან დაინტერესების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე. რა თქმა უნდა სასიამოვნო ფაქტია, როდესაც 32-წლის ასაკში შენით ასეთი ამბიციური კლუბი ინტერესდება როგორიც შალკეა, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია თავი იტალიისა და ინტერისგან შორს, უკვე 13 წელია ეს ჩემი სახლია.
"ჩემი კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ძალიან მინდა ყველაფერი მაჟორულ ნოტაზე დამთავრდეს. ინტერი ჩემი უკანასკნელი კლუბია, ასე რომ ტიტულების მოგება კიდევ მსურს. მიუხედავად ასაკისა ვთვლი, რომ ჯერჯერობით 100%-ით გამოსადეგი ვარ გუნდისთვის."-დაასრულა სერბმა.
კარიერის მანძილზე სტანკოვიჩი ცრვენა ზვეზდასა და ლაციოში გამოდიოდა, 2004 წელს კი მილანურ გრანდს მიაშურა. მის ანგარიშზე იტალიაში 6 სკუდეტო, 5 თასი და 6 სუპერთასია. ევროპაში კი თითოჯერ აქვს მოგებული თასების თასი, სუპერთასი და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა. 2006 წელს სტანკოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული.
|