ორი მატჩის ჯამში 3:1, ორმატჩიანი ბრძოლა რომელიც უძლიერესის გამარჯვებით დასრულდა. შედეგი რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია "ნერიაძურის" ქომაგები ელოდნენ. ჩელსისთან მატჩში ინტერმა გამოავლინა თავისი ხასიათი თავისი კლანჭები და დაამტკიცა თავისი ამბიციურობა. ამის მთავარი შემმოქმედი არის ვინ თუ არა ჟოზე მოურინიო. ადამიანი რომელმაც ყველაფერი გათვალა და მივიდა დასახულ მიზნამდე. ინტერმა ჩელსის აჯობა და ეს ფაქტია. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, იგი მიმდინარეობდა ისე როგორც მოსალოდნელი იყო. ჩელსი უტევდა ინტერი კი წარმატებულად იგერიებდა ლონდონელთა შეტევებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი-ორი დარტყმის გარდა ჩელსი არაფრით გამოირჩეოდა მთელი 90 წუთის მანძილზე. ისევე როგორც ინტერი, მაგრამ ინგლისელებისგან განსხვავებით იტალიელებს არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდათ. მატჩის გმირი კამერუნელი სამუელ ეტო'ო გახდა, რომელმაც ეფექტური დარტყმით დალაშქრა ჩელსის გამოუცდელი მესამე მეკარის კარი. ეს კამერუნელისა და მისი გუნდის საღამო იყო. "შავ-ლურჯებმა" ფაქტიურად უშეცდომოდ ჩაატარეს მთელი მატჩი და უდავოდ ბოლო წლებთან შედარებით წელს ინტერი გაცილებით უფრო ძლიერი, მრისხანე და კონკურენტუნარიანია. ჩელსი კი უკვე დიდი ხანია ასე ნაადრევად არ დამშვიდობებულა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს.
ვიდეო
|