დღეს ”ინტერმა” ოფიციალურად წარადგინა ეზეკიელ სკელოტო და ზდრავკო კუზმანოვიჩი, შეგახსენებთ რომ სკელოტო ”ინტერში” 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს ხოლო კუზმანოვიჩი 17 ნომრით.გთავაზობთ სრულ ინტერვიუს ”ინტერის” ახალწვეულებისგან:
მოთამაშეები, რომლებიც შთაგაგონებენ?
სკელოტო: ჩემთვის ასეთი ფეხბურთელი ხავიერ ზანეტია,ის ჩემი კერპია და მასთან ერთად თამაში ჩემი ბავშობის ოცნება.
კუზმანოვიჩი: ჩემი ოცნება სტანკოვიჩთან თამაში იყო,ახლა ეს ოცნება იქცა რეალობად,მან მოიგო ყველაფერი,ის ინტერის ლეგენდაა.
ნაგატო?იწვევ მას დუელში?(იცინის)
სკელოტო: ნაგატომოს ვიცნობ ”ჩეზენადან” ის დიდი ფეხბურთელია, ჩვენ ერთად ვითამაშეთ მხოლოდ 6 თვე,შემდეგ ის გადმობარგდა ”ინტერში”.ნაგატომომ უკვე დაამტკიცა, რომ ის არის ღირსი ეცვას ”ინტერის” მაისური,მიხარია რომ ის აქ არის.
თქვენ თამაშობდით ”ფიორენტინაში” რას იტყოდით ამის შესახებ?
კუზმანოვიჩ: ვერ ვიტყვი რომ ”ფიორენტინაში” გენიალური კარიერა მქონდა, რადგან ეს ასე არ იყო, როდესაც ”ფიორეში” ვთამაშობდი ვიყავი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი, როდესაც გერმანიაში გადავბარგდი ვიყავი 21 წლის მაშინ გავიზარდე, გავხდი უფრო ძლიერი და ჩემს თავში დარწმუნებული, გერმანიაში მივაღწიე უფრო მეტს.
უკვე იცი რომელ პოზიციაზე ითამაშებ?
სკელოტო: მე ვესაუბრე მწვრთნელს და ვიცი რა სურს ჩემგან, ”სიენასთან” მატჩზე მე პირველ თამაშს ჩავატარებ ”ინტერის” მაისურით, ჯერ არ ვიცი ვითამაშებ თუ არა პირველ ტაიმში ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.
კუზმანოვიჩი: მე ვითამაშებ დაცვის წინა ხაზზე, მაქსიმუმს გავაკეთბ, რომ მწვრთნელის მითითებები შევასრულო მოედანზე და დავეხმარო გუნდს წარმატებაში.
რას ეტყოდით ”ატლანტას” ფანებს?
სკელოტო: მათ უნდოდათ დავრჩენილიყავი სეზონის ბოლომდე მაგრამ მე გავაკეთე არჩევანი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ძალიან შეცვლის, უბრალოდ მინდა ვუთხრა დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც მათ ჩემთვის გააკეთეს, მაგრამ ახლა მაცვია ეს მაისური, ფერები იგივეა, მაგრამ გერბი სხვა.მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ.
გაქვთ შიში პირველად ითამაშოთ სან-სიროზე?
კუზმანოვიჩი: არა მე არაფრის მესინია,პირიქით ეს დიდი სტიმულია ვითამაშო სტადიონზე, რომელმაც ბევრი დიდი ლეგენდა გაზარდა.
როდესაც მიდიოდა მოლაპარაკებები ”ინტერთან”, თქვენი განცდები?
სკელოტო: ამ პერიოდში ჩემი ოჯახი მამხნვებდა,რომ გამომეჩინა მოთმინება, მე არ მეშინოდა რომ ეს გარიგება დასრულდებოდა ცუდად, ვგრძნობდი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და მე დღს აქ ვარ.
რას ნიშნავს თქვენთვის ინტერი, და არჩეული ნომერი?
სკელოტო: ეს იყო ოცნება, ”ინტერი” არის ერთერთი მნიშვნელოვანი და დიდი კლუბი მსოფლიში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამინს ვისი წყალობითაც აქ ვარ, რაც შეეხება ჩემს ნომერს, ეს რიცხვი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იტალიაში ჩამოსვლიდან მე სულ 7 ნომრიანი მაისურით ვასპარეზობ.
კუზმანოვიჩი: მოხარული ვარ რომ ვიმყოფები აქ დიდი მადლობა ყველას ვისი წყალობითაც ”ინტერის” მაისური ჩავიცვი, ეს იყო დიდი ოცნება ჩემთვის მეთამაშა ისეთ დიდი გუნდში როგორიც ”ინტერია”
ჩემი ნომერი ყოველთვის იყო 17.