"ინტერსა" და "ატლანტას" შორის დიდი ხანია რაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ატლანტას არგენტინელ ნახევარმცველზე ეზეკიელ სკელოტოზე, რომელიც თითქმის ინტერის ფეხბურთელია.
არგენტინელი არასდროს მალავდა სიმპატიებს იტალიური გრანდისადმი,ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავდა იმას, რომ ”ინტერში” თამაში მისი ბავშობის ოცნებაა, რომელიც რამოდენიმე დღეში აუხდება.სკელოტომ არ ითამაშა ბოლო თამაში ”ნაპოლის” წინააღმდეგ რადგან ფეხბურთელი უკვე მილანში იმყოფება.
სკელოტომ უკვე შეიძინა ბინა მილანში და თვითერზე დაწერა:
”დილა მშვიდობისა ყველას! ჩემი პირველი დღე ახალ სახლში”
ეს მოვლენები იმას მიუთითებს რომ სკელოტოს მალე ”ინტერის” შემადგენლობაში ვიხილავთ.
ეს კი ვიდეო ვინც ამ ბიჭის თამაშს არ იცნობთ: