სასკუდეტო დუელში დამარცხების მიუხედავად ინტერის ფორვარდი დიეგო მილიტო თვლის, რომ ჩემპიონობა კვლავინდებურად მის გუნდის ხელშია და შავ-ლურჯები პირველ ადგილს არავის დაუთმობენ. შაბათს ოლიმპიკოზე რომამ დაამარცხა იტალიის ჩემპიონი ანგარიშით 2:1. მილიტო მოედანზე იყო და გოლიც გაიტანა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ გამარჯვებით "მგლებმა" ნანატრი ინტრიგა დააბრუნეს კალჩოში, საინტერესოა რამდენ ხანს გასტანს ეს ინტრიგა... "ამ დამარცხების შემდეგ ჩემპიონატს უფრო სერიოზულად მოვეკიდებით. შევეცდებით ყველა თამაში მოვიგოთ და პირველობა არავის დავუთმოთ." "რომასთან უბრალოდ არ გაგვიმართლა. იმედია მომავალში ასე აღარ იქნება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მშვიდათ ვართ და სკუდეტო კვლავინდებურად ჩვენს ხელშია."
|