პოპულარული იტალიური სპორტული გამოცემის, La Gazzetta Dello SPort-ის ჟურნალისტებმა, გულშემატკივართა შორის მცირე გამოკითხვა ჩაატარეს. მათი შეკითხვა ასეთი იყო, – ვინ მოიგებს სკუდეტოს? იტალიელი ფანების 36.9 % ფიქრობს, რომ ჩემპიონის ტიტულს კვლავ მილანის ინტერი დაეუფლება. 35,6 %–ის აზრით კი, სკუდეტოს რომა დაისაკუთრებს, აი გულშემატკივართა 27%–ის აზრით კი ჩემპიონი "მილანი" გახდება.
თუ იტალიელ ფანებს დავუჯერებთ, წლის ბოლოს ნერაძურასა და ჯიალოროსის შორის უმძიმესი ბრძოლა გაჩაღდება, სადაც გამარჯვებას კვლავ მილანური გრანდი მოიპოვებს.
1) მილანის ინტერი 36.9 %
2) რომა 35.6 %
3) მილანი 27.5 %
4) პალერმო 5.4 %
5) ნაპოლი 3.2 %
|