მილანის ინტერის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი გუნდთან ერთად ბარსელონაში გაფრინდა, ამის შესახებ "ნერაძურის” ოფიციალური საიტი იტყობინება.შეგახსენებთ, რომ სნეიდერმა ტრავმა სერია A–ს უკანასკნელ ტურში მიიღო და მისი თამაშის საკითხი ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ის უშუალოდ მატჩის დაწყების წინ მიიღებს.
"ინტერის” საიტის ცნობითვე, გუნდთან ერთად კატალონიაში "ინტერის” 5000 გულშემატკივარიც გაემგზავრა, რაც ბოლო წლების რეკორდია, ევროპაში "ნერაძურის” გასვლით შეხვედრებზე ოფიციალურად აღრიცხული იტალიელი ტიფოზების რაოდენობებს შორის.
|