ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი კიდევ ერთხელ ეფიცება ინტერის ერთგულებას.მიუხედავად უამრავი სატრანსფერო ჭორისა თვითონ ფეხბურთელი არ აპირებს ჯუზეპე მეაცას დატოვებას. ცოტა ხნის წინ მასიმო მორატი საუბრობდა იმაზე,რომ სნეიდერით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.
ვესლი სნეიდერი: მე ინტერში ვრჩები და მომავალ სეზონს მათ რიგებში გავატარებ.ჩემი გული მილანელებს ეკუთვნის."ნერაძურისთან" ერთად ყველაფერი მოვიგე რისი მოგებაც კი შეიძლებოდა და ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.მინდა ევროპისა და იტალიის სუპერ თასები და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგო.
|