მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მატჩის შედეგით უზომოდ ბედნიერია. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, ლონდონში – 'სტემფორდ ბრჯიზე' ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორიბით მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი "ჩელსი" და "ნერაძურა" დაუპირისპირდნენ, გასული თამაში მაურინიოს შეგირდების გამარჯვებით 0–1 დასრულდა.
"ჩვენი მთავარი მიზანი და სურვილი ლონდონელთა კარში სწრაფი გოლის გატანა იყო. სამწუხაროდ ეს შეხვედრის საწყის წუთებში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, უზომოდ ბედნიერი ვარ..." – განაცხადა სნეიდერმა Uefa.com-თან ინტერვიუში.
"მართლაც ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყოველი ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯა, თავი არ დაზოგა და შესაბამის შედეგსაც მიაღწია. ვფიქრობ ეტო'ოსამდმი გაკეთებული გადაცემა ჩემი მხრიდან ერთგვარი მოულოდნელობა იყო, ისეთ დაცვის ხაზში, როგორიც ლონდონურ გრანდს ყავს, ფორვარდის მეკარესთან პირისპირ გაყვანა ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ საბედნიეროდ მე ეს ყველაფერი მოვახერხე და ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარე."
|