სამშაბათი, 07.05.2024, 14:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » სნეიდერი: "გალათასარაი" თუ "ლივერპული"?
16:10
სნეიდერი: "გალათასარაი" თუ "ლივერპული"?


მორატი:
ვესლი სნეიდერმა მილანის „ინტერიდან" წასვლა რომ გადაწყვიტა, ამაზე ბევრჯერ ვწერდით. 

ამას წინათ ისიც გაცნობეთ, რომ მილანური გრანდი „გალათასარაის" ჰოლანდიელი გამთამაშებლის სატრანსფერო თანხაზე შეუთანხმდა (ეს თვით მასიმო მორატიმ დაადასტურა) და ახლა თურქებმა თავად ფეხბურთელი უნდა დაითანხმონ. 
შაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, „გალათასარაის" ხელმძღავენელებმა 28 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებები დაიწყეს - ეს ინფორმაცია მოგვიანებით თურქული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. თურქული პრესა წერდა, სნეიდერმა „გალას" თანხმობა შეუთვალაო, მაგრამ შაბათს საღამოს ვესლის მრჩეველმა სიორენ ლერბიმ ეს ცნობა უარყო.

ახლახან ვითარება შეიცვალა, რადგან ინგლისური და იტალიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სნეიდერისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც" ჩაერთო. „ვფიქრობ, რომ საჩქარო არაფერია. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ იხურება, ასე რომ, ფიქრისთვის საკმარისი დრო მაქვს," - უთხრა სნეიდერმა „სკაი იტალიას".
ნანახია: 648 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
flag3 savaraudot galatasarasyshi gadava radgan liverpul;i 6 milions ver miscems

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter