მილანის ინტერის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი და სურვილი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერი გასულ ზაფხულს მადრიდის რეალიდან გადავიდა ინტერში. გასულ ტურში კი სიენასთან მატჩში ჰოლანდიელმა 2 გოლის გატანა მოახერხა, აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი სნეიდერმა ჯარიმიდან გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდა,თანაც მინდა რაც შეიძლება მალე მოვიგო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. იმედია და მერწმუნეთ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მიმდინარე სეზონშივე მოვახერხებ ინტერთან ერთად ლიგის მოგებას! – ჰოლანდიელის ამ განცხადებას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი არვცელებს.
|