ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი "გალათასარაის" შეთავაზებას დათანხმდა. თურქები სნეიდერს ყოველწლიურად 5.3 მილიონ ევროს გადაუხდიან. ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ როდის ჩავა ჰოლანდიელი თურქეთში კონტრაქტის გასაფორმებლად. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ინტერში 2009 წლიდან ირიცხებოდა და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა.
|