"ინტერის" ნახევარმცველი "გალათასარაისთან" კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.
"ინტერმა" და "გალათასარაიმ" ჰოლანდიელი ნახევარმცველის უესლი სნეიდერის ტრანსფერის პირობები უკვე შეათანხმეს და ახლა ამ შეთანხმების ბედი თავად ფეხბურთელის ხელში იმყოფება, რომელსაც სტამბულურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები აქვს შესათანხმებელი.
მაგრამ სნეიდერი, რომელიც მოედანზე სექტემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო არ გვინახავს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
"მე არც თუ ისე ადვილი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ასე რომ, ჯერ კიდევ საკმარისი დრო მაქვს მოსაფიქრებლად. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ და არავინ მთხოვს ეს გადაწყვეტილება ასე სწრაფად მივიღო",-განაცხადა სნეიდერმა.
გავრცელებული ხმების თანახმად, თუ სნეიდერს ინგლისური პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბებიდან შემოთავაზება ექნება, "გალათასარაისთან" კონტრაქტს არ გააფორმებს.

წყარო: Sky Sport Italia