აგენტმა სორენ ლერბიმ, რომელიც მილანის "ინტერის” ნახევარმცველ უესლი სნეიდერის ინტერესებს იცავს, ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობისა და შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. "მეტად უცნაურ სიტუაციაში ვართ. უსამართლობაა, როცა ამ დონის ფეხბურთელი ვერ თამაშობს, ხალხი მას საქმეში ვერ ხედავს. უესლის უბრალოდ უყვარს ფეხბურთი და გადაწყვეტილება მალევე უნდა მივიღოთ”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა.
|