მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ჰოლანდიელმა უესლი სნეიდერმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2015 წლამდე დარჩება. მასიმომ ნახევარმცველი დიდად აქო: "ჩემი აზრით ოქროს ბურთი უესლის ეკუთვნის. რა თქმა უნდა ყველას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს თუ ვის უნდა გადაეცეს პრიზი, მე კი თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ უესლი გუნდის ლიდერი იყო ინტერის გამარჯვებებისაკენ და ჰოლანდიის ნაკრებში ლომის წვლილი დაიდო მუნდიალზე."
უესლი სნეიდერი ოქროს ბურთის მოპოვების ერთერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 2011 წლის 10 იანვარს გაიმართება .....
|