ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა დღეს "ლივერპულში" არ გადასვლის მიზეზი გაამხილა. 28 წლის უესლიმ განაცხადა, რომ მან "ლივერპული" იმის გამო დაიწუნა, რომ იქ ტიტულებისთვის ვერ იბრძოლებდა.
ასევე სნეიდერმა ამავე მიზეზით, მეორე პრემიერ ლიგის გუნდი "ქუინს პარკ რეინჯერსიც" დაიწუნა.
"პრემიერ ლიგის გუნდებისგან 2 შემოთავაზება მქონდა, თუმცა ორივეზე უარი განვაცხადე, რადგან მაგ გუნდებში ტიტულისთვის ვერ ვიბრძოლებდი, გალათასარაიში კი ეს თავისუფლად შემიძლია." - განაცხადა ფეხბურთელმა, რომელსაც გასულ კვირას "ლივერპულში" გადასვლა, თავად სტივენ ჯერარდმა სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ "გალათასარაი" ამჟამად თურქეთის ჩემპიონატის პირველ პოზიციაზე 33 ქულით იმყოფება, მას მე-2 ადგილოსანი "ბეშიქთაში" 2 ქულით ჩამორჩება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სნეიდერის "გალათასარაის" გასულ კვირას შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" 2:1 სძლია.