მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, ემილიო მორგანტის აკრიტიკებს, რომელიც "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრას სჯიდა. შეგახსენებთ, რომ გასული მატჩი რომაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (2–1) დასრულდა.
"ვფიქრობ, რომასთან წაგებული შეხვედრა არბიტრების სინდისზეა. ისინი გასულ მატჩს მიკერძოებით უძღვებოდნენ, რამაც საბოლოოდ ჩვენთვისდა საუბედუროდ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა." – განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.
"მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ გოლის ეპიზოდში მე თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას, მსაჯებმა სხვა მრავალ ინციდენტზე დახუჭეს თვალი."
"მაგალითად ავიღოთ ლუკა ტონი, რომელიც ორი მეტრი სიმაღლისაა და გამუდმებით გაზონზე იწვა, მან მრავალჯერ დააშვებინა შეცდომა შეხვედრის არბიტრებს."
"სტადიო ოლიმპიკოზე ყაიმისთვის არ ჩავსულვართ, ყოველი ჩვენგანი გამარჯვებისთვის იყო დაგეშილი, მაგრამ მსაჯების არასამართლიანი გადაწყვეტილებებისდა გამო – ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ."
"რომა ძლიერი კლუბია, მაგრამ რომ არა არბიტრების მიკერძოებული მოქმედებანი, დარწმუნებული ვარ ტაბლოზე სულ სხვა ანგარიში აენთებოდა."
"გასულ შეხვედრაში ქულები კი დავკარგეთ, მაგრამ აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტოს კვლავ ჩვენ დავეუფლებით."
|