მილანის ინტერის ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნაიდერი მადრიდის რეალიდან აპენინებზე გადაბარგებას გამართულ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამის შესახებ იტალიური ინტერნეტ გამოცემა Football Italia იუწყება. აქ ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, როგორც გუნდი, ასევე, მისი სათამაშო სტილი. თუმცა უდავოა, რომ მილანის ინტერში გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო და ამ გუნდში თამაშით ბედნიერი ვარ. ცხადია, ყოველთვის გინდა იგრძნო, რომ გენდობიან, რის განცდაც ბოლო პერიოდში რეალში არ მქონდა. ინტერის მთავარ მწვრთნელს კი სურდა, რომ მის გუნდში მეთამაშა. დარწმუნებული ვარ, ბრძოლა არაერთი ტიტულისთვის შეგვიძლია. სწორედ ამიტომ ავირჩიე მილანის ინტერი–აცხადებს სნეიდერი.
|