დეიან სტანკოვიჩმა კომენტარი გააკეთა მის მოვალთან დაკავშირებით. "სეზონის დაწყება, ეს იყო ძალიან რთული. ორი ოპერაცია, ტკივილი და ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობ. 34 წლის ასაკში მე ვფიქრობდი რომ კარიერა დამესრულებინა , მაგრამ ჩემი მეგობრების ოჯახის წევრების და თანაგუნდელების დახმარებით და მათი წარმოუდგენელი თანადგომით მე გადავწყვიტე ბუცები ლურსმანზე არ ჩამომეკიდა და საფეხბურთო ცხოვრება არ დამესრულებინა. მინდოდა დავბრუნებულიყავი და ისევ მეთამაშა. მე კიევოს წინააღმდეგ მომიწია 15 წუთი სათამაშოდ თუმცა მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი მომავალი?-მე დავტოვებ ფეხბურთს მაშინ როცა მომინდება. მე კიდევ მაქვს უდიდესი სურვილი რომ ვითამაშო. ჩემი კონტრაქტი იწურება 2014 წელს. მე არ შემიძლია სეზონში 60 მატჩის ჩატარება მაგრამ 30 ნამდვილად ვითამაშებ. კარიერის ბოლო წლების გატარება აქ მსურს მერე რამოხდება არ ვიცი.
|