ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » სტრამაჩიონი: ჰანდანოვიჩი ჩემი პროექტის მთავარი ნაწილია, ამიტომ ის არ იყიდება!!
19:37
სტრამაჩიონი: ჰანდანოვიჩი ჩემი პროექტის მთავარი ნაწილია, ამიტომ ის არ იყიდება!!



ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე, სადაც ინტერი პალერმოს დაუპირისპირდება, სტრამაჩიონი ასევე შეეხო ინტერის სატრანსფერო ბაზრის თემასაც:

რას იტყვით მომავალ მეტოქეზე, პალერმოზე?

ეს ის თამაშია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორვე გუნდისთვის, ჩვენ გველის ძალიან რთული მატჩი. პალერმო არის გუნდი, რომელიც ბევრ სირთულეებს შეგვიქმნის მითუმეტეს სახლში, ამიტომ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ისინი არაფერს დათმობენ იგივეს გავაკეთებთ ჩვენც.

როგორ მიმდინარეობს პროექტი?

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა მგონია, რომ პროექტი წინ მიდის, მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენ მივიღეთ გამოცდილება და მომავალში უკეთესად ვითამაშებთ,რადგან შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ.

რას იტყვით ჭორებზე, რომელიც ჰანდანოვიჩის გარშემო გავრცელდა?

თქვენ იცით რამდენად მნიშვნელოვანია სამირი ჩვენთვის, რადგან მან შეცვალა ჯულიო სეზარი ძალიან კარგად. ჰანდა არის ქარიზმატული ფეხბურთელი და ასეთ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული ინტერის მომავალი.

მესამე ადგილთან 7 ქულა გაშორებთ, გწყდებათ გული სახლში დაკარგულ ქულებზე?

ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ხდება, მითუმეტეს როდესაც ახალი გუნდია, ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია პალერმოსთან მატჩი მათაც სჭირდებათ ქულები და ჩვენც, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

კვლავ დავუბრუნდეთ სატრანსფერო ბაზარს, არსებობს შანსი რომ ინტერმა გაყიდოს წამყვანი ფეხბურთელები, რომლის ხარჯზეც გუნდი ფინანსებს დააგროვებს და ახალ ფეხბურთელებს იყიდის?

ჩემპიონატის დასრულებამდე გაზეთებში იწერება იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან საკუთარ გუნდებში, როგორიცაა კავანი, ელ შარავი, ჰანდანოვიჩი, გუარინი. რაც შეეხება ჰანდანოვიჩს და გუარინს მე ვერ ვხდეავ იმის შანსს რომ ისინი დატოვებენ გუნდს. როდესაც გუნდში გამორჩეული ხარ იპყრობ სხვა კლუბების ყურადღებას და ამას მოყვება უამრავი ჭორი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინტერს წამყვანი ფეხბურთელები შევუნარჩუნოთ.


როგორ არის ნაგატომო?

ის არის მსვიდად რამოდენიმე წუთის წინ ვესაუბრე. მოგვიანებით კი ვნახავთ რა მოხდება.

ხვალ იუვენტუსი შეიძლება გახდეს ჩემპიონი, არის ეს გუნდი ჩემპიონობის ღირსი?

დიახ რა თქმა უნდა, ეს არის ჩამოყალიბებული გუნდი, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მივულოცო მათ წარმატებული სეზონი.

და როგორია ინტერის მომავალი?

ინტერს უკვე ყავს გუნდში ხერხემალი, ჩვენ წელს აღმოვაჩინეთ ბევრი ფეხბურთელი რომლებზეც ახალი ინტერი აშენდება ესენი არიან პალასიო, ჰანდანოვიჩი, კოვაჩიჩი და კიდევ ბევრი..
მომავალ სეზონში ჩვენ უკვე ვიქნებით სრულყოფილი გუნდი.
ნანახია: 723 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 Baggio10  
0
cinascar shavebi unda chavicvat shen tu darchi intershi.

2 nika_inter  
0
palacios did pativs vcem mara 31 wlis kacze unda momavali gundis aseneba?

3 wesleysneijder  
0
aman momavali sezoni igulisxma da gundis momavali im pontshi rom rac ar unda axalgazrda gundi gaaketo gamocdili fexburtelic unda iyos dzmao gundshi sul glapebii xom ar iqnebia, ehh sneijderzec ese idzaxda daa sadgaaaa abaa? imedia handas ar gayidian:(

4 nerazuri  
0
midi bolomde strama,axali sesonidan unda gvachveno namdvilad ra shegidzlia...handanovichi ar gaayidino moratis ujike rame..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter