შეგახსენებთ რომ დღეს თბილისის დროით 14:30 წუთზე გაიმართა სერია-ა-ს მატჩი, სადაც ”ინტერმა” ”პარმას” უმასპინძლა, შეხვედრა 1-0 დათავრდა და ”ინტერმა” 53 ქულით მე-5-ე ადგილზე გადაინაცვლა. ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ ისაუბრა დღევანდელ მატჩზე:
რას იტყვით დღევანდელ მატჩზე?ინტერის მთავარი მიზანია ევროპის ლიგის საგზური?
ამ გამარჯვებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ”ინტერმა” დღეს გააკეთა ყველაფერი გაიღო მაქსიმუმ რაც შეეძლო.
რას იტყვით კოვაჩიჩზე? ის არის ინტერის ახალი პროექტის მთავარი ფიგურა? გუნდი აშენდება მის გარშემო?
მისი სახით ჩვენ მივიღეთ მაღალი დონის მოთამაშე, ის არის ჩვენი ოქროს ბიჭი. არაა სამართლიანი მას ძალიან ბევრი მოვთხოვო რადგან მატეო არის მხოლოდ 18 წლის.
რას იტყვით როკიზე?
როკიმ შესანიშნავად ითამაშა, მითუმეტეს ბოლო ორი თამაში, ვფიქრობ ის ნელნელა ფორმაში დგება. როკის თავიდან დიდი კონკურენცია ქონდა ახლა კი დარჩა მარტოხელა თავდამსხმელი(იცინის) ჩვენი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ როკი სეზონის ბოლომდე(იცინის)