ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ თავისი გუნდის თამაშს ჩემპიონატის აუტსაიდერის "სიენას" წინააღმდეგ "საშინელი" უწოდა.
"არ ვაპირებ, რამე გამამართლებელი არგუმენტი მოვიყვანო. ეს იყო საშინელი თამაში ჩვენ მხრიდან,"–განაცხადა სტრამაჩიონიმ.
"დღევანდელ მარცხში ყველას მიუძღვის ბრალი. თუმცა, იმის წყალობით, რომ სეზონი უცნაურად ვითარდება, ჩვენ ჯერ კიდევ თამაშში ვართ და ჯერ კიდევ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც თავიდანვე დავისახეთ".
|