ტურინის იუვენტუსის მსგავსად მილანის ინტერშიც არის საკადრო პრობლემები, მაგრამ არა ისეთი სერიოზული. თუ იუვენტუსელი კრისტიან პოულსენი მოედანზე ერთი თვე ვერ გამოვა ინტერელი დეიან სტანკოვიჩი 2 კვირით ჩამოშორდება მინდორს. სერბმა დაზიანება სიენასთან მატჩის დროს მიიღო. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ტრავმა იყო მძიმე მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ამ ამბავმა დაამშვიდა ინტერელთა თავკაცო ჟოზე მოურინიო, რომელიც უკვე მილანური დერბისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში შავ-ლურჯებმა პრინციპული მეტოქე დაამარცხეს ანგარიშით 4:0.
|