"ინტერის" სერბი ვეტერანი დეიან სტანკოვიჩი, რომელმაც ძლივს მოახერხა ფორმაში ჩადგომა ტრავმის შემდეგ ვერ გააკეთა პროგნოზი დერბიზე. "დერბი იმით არის გამორჩეული, რომ არასდროს არ იცი ვინ გაიმარჯვებს. ახლა, როცა გუნდები ასე ახლოს არიან ერთმანეთთან, დერბი ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის. ბალოტელი ძალიან ძლიერია და მან თვითონაც არ იცის რამხელა ნიჭი აქვს. მე არამარტო მას, მთელ"როსონერის" ვუფრთხი, რადგან ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან." - განაცხადა სერბმა.