ანდრეა სტრამაჩიონიმ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით გამართა პრეს-კონფერენცია, შეგახსენებთ რომ ხვალ ”ჯუზეპე მაეაცაზე” გაიმართება ”ევროპის ლიგის” მატჩი სადაც ”ინტერი” ”კლუჟს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დოით 24:05 წუთზე დაიწყება.
ახლა გთავაზობთ სრულ ინტერვიუს ადნრეა სტრამაჩიონთან:
როგორ შეაფასებდით მოწინააღმდეგეს?
”კლუჟი” არა იოლი მეტოქე, ამიტომ ჩვენ შესაბამისად მოვემზადეთ, გველის რთული მატჩი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
იქნება თუ არა კოვაჩიჩი? როგორია მისი მდგომარეობა?
მატეომ მიიღო ტერფის დაზიანება, გუშინ მან წარმატებით გაიარა სამედიცინო ტესტი, მისი ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა, დღეს ისევ გაივლის იგივე შემოწმებას თუ კვლავ კარგ შედეგს მიიღებს მაშინ ის იქნება ხვალინდელ მატჩზე.
რას იტყვით ალვარესზე?
რიკარდოს აქამდე არ უთამაშია ”ევროპის ლიგაზე” ტრამვის გამო, მე მინდა მას შანსი მივცე რათა დაგვანახოს საკუთარი ნიჭი და კარგი თამაში, ალვარესი კარგად გამოიყურებოდა ვარჯიშზე და მას შემდეგ გადავწყვიტე ალვარესი და გუარინი ერთად ვათამაშო. რიკის ერთადერთი პრობლემა ტრამვებია სხვა მხრივ ის გენიალური ფეხბურთელია. ვფიქრობ გუარინი და ალვარესის ერთობლივი თამაში გაამართლებს და ჩვენ ”ინტერისგან” უფრო შემტევ თამაშს ვიხილავთ.
როდესაც ”რომას” წვრთნიდით თქვენ გქონდათ შემოთავაზება ”კლუჟის” გაწვრთნასთან დაკავშირებით?
დიახ, ეს მეც გვიგე თუმცა მათგან არ მიმიღია ოფიციალური შემოთვაზება.
დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის გავრცელებას ფეხბურთში ეთანხმებით თუ არა?
რათქმა უნდა ამას ყველა ვეთანხმებით, ჩემი აზრით დოპინგის ადგილი არაა ფეხბურთში, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
რას ფიქრობთ იკარდიზე? ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია და ამ ბიჭს ინტერს უკავშირებენ?
მე მხოლოდ შემიძლია დავადასტურო რომ ”ინტერი” ამ ტრანსფერზე მუშაობს და მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, სხვა ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს სხვები წყვეტენ ”ინტერი” მომავლის გუნდს აშენებს და ზაფხულში დიდი პროექტები იგეგმება. ყველაფერი 30 იანვარს გაირკვევა თუ ვინ დაიცავს ”ინტერის” ღირსებას. წელს ”ინტერის” რიგებში ჩაირიცხა 15 ახალი ფეხბურთელი, ამიტომ ბოდიშს გიხდით თუ ჯერ ვერ ვანახებთ იმ შედეგს რომელიც თქვენ გსურთ, ეს ძალიან რთულია გუნდს დრო სჭირდება, თუმცა ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ.
სამუელი იქნება თუ არა ”ინტერის” პროექტის ნაწილი, როდესაც კამპანიარო მოვა გუნდში?
სამუელს აქვს ტრამვა და მუშაობს აღდგენაზე. რაც შეეხება კითხვას ის ”ინტერის” პროექტის ერთერთი ნაწილია და ამაში ეჭვი არასდროს შეიტანოთ, ის დიდი ფეხბურთელია და ამ გუნდის ერთერთი წამყვანი ძალა.