"ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩიონი აცხადებს, რომ შესაძლებელია, დღეს გასამართ "დელა მადონინაში” ფავორიტად "მილანი” მივიჩნიოთ.
შეგახსენებთ, გასულ ოთხშაბათს, "როსონერიმ” "ბარსელონას” დამარცხება მოახერხა, ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ "შავ-წითლები” "ნერაძურის” დამარცხებასაც შეძლებენ.
"მილანმა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაამარცხა, "შავ-წითლები” ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან, ამიტომ შესაძლებელია, ისინი ფავორიტად მივიჩნიოთ. როგორც "ინტერის” მწვრთნელს, შეუძლებელია, ამ მატჩის მიმართ დიდი ინტერესი არ მქონდეს. დარწმუნებული ვარ, ფანები დაგვეხმარებიან, ამიტომ მოგება ჩვენც შეგვიძლია”, – აცხადებს 37 წლის სპეციალისტი.
|