2013 წლის პირველ მატჩში, "უდინეზესთან” 0:3 წაგების შემდეგ, "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა. "პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. დაფიქსირებული ანგარიში უსამართლოა და იგი შეხვედრის მიმდინარეობას რეალურად არ ასახავს. სანამ მოედნიდან ჟუანს გააგდებდნენ, რადიკალურად განსხვავებული თამაში მიმდინარეობდა. პალასიო ძალიან პატიოსანი ფეხბურთელია და სიმულაციის გამო იგი არ უნდა გაეფრთხილებინათ. მაურისიო დომიციმ იგი წააქცია. ჩემის აზრით, არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნა და წითელი ბარათის ჩვენება მართებდა. არ ვამბობ, რომ მსაჯი "ინტერის” წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგრამ მას თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.” – ციტირებს სტრამაჩონის სიტყვებს Football Italia.
|