"ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იტალიის თასს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურნირი, სერია ა, ევროპის ლიგა. ყველა ტურნირზე, რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს."-განაცხადა სტრამაჩონიმ.
"მეოთხედფინალის სტადია შედგება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩისგან, ამიტომ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. "ბოლონიას" შეუძლია ძალიან დიდი წინააღმდეგობის გაწევა. ეს არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. მოწინააღმდეგე ძალიან კარგ ფორმაშია. მდგომარეობას ასევე ისიც გაგვირთულებს, რომ შეტევაში მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ."
"ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი გუნდი ნახევარფინალში გავა."-დაასრულა სტრამაჩონიმ.