ჯენოას" წამყვანი ფორვარდი დავიდ სუაზო მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენაზე ოცნებობს. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი გენოაში მილანიდან, კერძოდ კი "ინტერიდან" გადაბარგდა.
"ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, მწვრთნელი ჩემი მუშაობით კმაყოფილია. ამ გუნდში თავს მშვენივრად ვგრძნობ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ." – განაცხადა სუაზომ "Genoalive"-თან ინტერვიუში.
"კარგად მესმის, რომ "გრიფონების" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ბევრი წინაღობა და სერიოზული გამოცდა მელოდება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ, ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე ვიბრძოლებ."
"როგორც იქნა გუნდმა რთული პერიოდი დაძლია, წარუმატებელ შეხვედრათა კასკადი დასასრულს უახლოვდება. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება და "ჯენოასთან" ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ."
– დაასრულა დავიდმა
|