ზაფხულში მილანის "ინტერში" დიდი ცვლილებები იგეგმება. კლუბის მენეჯმენტში რამდენიმე საკადრო გადაადგილება მოხდება. სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა, რომელმაც ბოლო 3 წელიწადში ერთი ხეირიანი ტრანსფერიც კი ვერ განახორციელა და ამასთან კლუბიდან სასაცილო თანხად გაუშვა ვესლი სნეიდერი. მასიმო მორატი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა და სერიოზულ რეფორმებს გეგმავს.
"კალჩო მერკატოს" ცნობით, როგორც კი კლუბში საქმეების მოაგვარებენ, "ინტერის" ბოსები სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურებენ და ერთ-ერთ პირველს ალბათ კარლოს ტევესს შეიძენენ. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო, რომელიც უმძიმეს ტრავმას მკურნალობს, "ინტერს" დატოვებს. ამიტომ ნერიაძურის ხელმძღვანელობა შეეცდება როგორმე "მანჩესტერ სიტიდან" "პრინცის" თანამემამულე კარლოს ტევესი იყიდოს. 29 წლის არგენტინელის გაშვება "სიტის" გეგმებშიც შედის და ახლა მთავარია ლომბარდიელებმა ფეხბურთელსაც კარგი ანაზღაურება შესთავაზონ და სატრანსფერო თანხაზე არც ინგლისელებს დასწყვიტონ გული.
,ilito 2014 wlamde ercheba es daadastures kidevac.. ravi me amas sanchesi an dzeko mirchevnia davabshe tu apireben didi tanxis gadaxdas suaresi davitriot jobiaa milionjer me mirchevniaa
suarez? ra unda suas aq? ligaze ver gadis gundi da, live ver gadis mara lamaz da sanaxaobriv fexburts mainc tamashobs, 2-3 kai fexburtelis damateba undat da momaval wels gavlen