მილანის ინტერის ნახევარმცველი ტიაგუ მოტა შაბათის მატჩისთვის ემზადება, შეგახსენებთ ამ დღეს, სერია A-ს მე-8 ტურში ნერაძური" მოტას ყოფილ გუნდს ჯენოას შეხვდება. თუმცა ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და მისი თამაშის საკითხი დიდი კითხვის ქვეშ დგას.
ტიაგო მოტა: ძალიან მინდა ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშო. ვარჯიშებზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ მაქვს, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა და სარეაბილიტაციო პერიოდის ფორსირება არ უნდა მოვახდინო. მიუხედავად, ყველაფრის, თუ მოედანზე გავალ, ეს კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, ჯენოას უდიდეს პატივს ვცემ, მის ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ასე რომ მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას".
|