მთავარი » 2013»აპრილი»8 » ტომაზო როკი:" გოლის გატანა სასიამოვნოა, თუმცა გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა"
15:27
ტომაზო როკი:" გოლის გატანა სასიამოვნოა, თუმცა გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა"
ეს საღამო ტომაზო როკისთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა გაიტანა თავისი მე-100 გოლი სერია ა-ში. როკიმ ინტერ Channel-თან საუბრისას კომენტარი გააკეთა თავის გოლსა და გუშინდელ საღამოზე, რომელიც ინტერისთვის უიღბლო აღმოჩნდა. "უკეთესი იქნებოდა, რომ ჩემი მე-100 გოლი გამეტანა და თან გუნდსაც გაემარჯვა, ორმაგად გახარებული ვიქნებოდი. მატჩის დროს იყო ნამდვილად რამოდენიმე საეჭვო ეპიზოდი. 3-1 როდესაც გახდა სიტუაცია ჩვენდა სასიკეთოდ იყო მაგრამ სამწუხაროდ ამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით და დავმარცხდით სამარცხვინოდ. რანოკიას და ჩემი ეპიზოდი? ორივე შემთხვევაში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, თუმცა არბიტრმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი დრო გავიდა უკვე მას შემდეგ რაც გოლი არ მქონდა გატანილი. ჩემმა გოლმა ინტერის მაისურით გამახარა მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე გუნდისთვის ჩემი გოლი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. მომწონს ის ფაქტი რომ გულშემატკივრის გახარება შევძელი, გოლი მახვილი კუთხიდან გავიტანე რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ვიმედოვნებ შემდეგ მატჩი გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ.
ალვარესი? ის დიდებული ფეხბურთელია და მას შეუძლია უკეთესად თამაში ორი გოლით დაგვეხმარა მაგრამ...