მთავარი » 2013»აპრილი»11 » ტომაზო როკის "ინტერში" დარჩენა მომდევნო სეზონშიც სურს
18:52
ტომაზო როკის "ინტერში" დარჩენა მომდევნო სეზონშიც სურს
"ინტერის” 35 წლის თავდამსხმელი, ტომაზო როკი აცხადებს, რომ იმედი აქვს, ის "ნერაძურიში” კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
"აქ თავს კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, "ინტერში” კიდევ ერთ სეზონს გავატარებ. ჩემი მიზანი ისაა, რომ ვითამაშო ფეხბურთი და გუნდს დავეხმარო. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიქნებოდი”, – უთხრა როკიმ Sky Italia-ს. "ინტერის" თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ იტალიელ ფორვარდს წინა ტურში "ატალანტასთან" შანსი მისცა და ტომაზომაც გამოიყენა გაიტანა რა გოლი და მთელი მატჩის განმავლობაში სულ ჩართული იყო, რომ არა დაცვის საშინელი თამაში ტომაზო როკისა და არგენტინელი ნახევარმცველის რიკი ალვარესის გოლებით ინტერს მატჩი გამარჯვებულის სტატუსით უნდა დაემთავრებინა. როკის მომდევნო მატჩებშიც ექნება შანსი გამომდინარე იქიდან რომ ინტერს არც კასანო არც პალასიო და არც მილიტო არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ რომ "ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელი "ინტერს” 2013 წელს შეუერთდა.
ტომაზიტო მადლობა იმისთვის რომ შენთვის ისტორიული გოლი ინტერის შემადგენლობაში გაიტანე. ამ მეასე გოლს ყოველთვის გაიხსენებ მერე და ავტომატურად ინტერის ხსენებაც მოგიწევს... მაგრამ სეზონის ბოლოს მშვიდობიანად დავშორდებით ეჭვი არ შეგეპაროს.