ინტერის ცენტრალური ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი ტრავმირებულია. შეგახსენებთ, რომ იგი სეინასთან გამართულ შეხვედრაში დაშავდა, რომელიც მისმა გუნდმა 4–3 მოიგო. როგორც იტალიელი ფიზიოთერაპევტები აცხადებენ სერბი დაახლოებით 5 კვირა დაისვენებს. მათივე თქმით, სტანკოვიჩს მუხლის ტრავმა აწუხებს. დეიანი 9 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე. მისი რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია, სერბი ყოველდღიურად სატრენაჟორო დარბაზში საათობით ვარჯიშობს, რათა დაშავებული ფეხი მალე მოირჩინოს. მისი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ერთი შეხვედვით ექიმები ვარაუდობდნენ, რომ სტანკოვიჩისთვის მიმდინარე სეზონი ჩამთავრდა, მაგრამ საბედნიეროდ მათმა თავდაუზოგავმა მოქმედებებმა შედეგი გამოიღო და ვადა ერთი–ორად შემცირდა. "ნერაძურას” შემადგენლობის მხირვ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, მაურინიოს შეგირდებიდან დეიან სტანკოვიჩის გარდა კიდევ 4 წამყვანი ფეხბურთელია დაშავებული, დავიდე სანტონი, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს, მარიო ბალოტელი, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, კრისტიან კივუ, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესშია და მარკო მატერაცი, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
|