იტალიის თასზე გამართულ საფინალო შეხვედრაში, რომელიც მილანელთა გამარჯვებით დასრულდა, რომაელთა კაპიტანმა ყოველგვარი მორიდების გარეშე ჩაარტყა ფეხებში მარიო ბალოტელის, რისთისაც წითელი ბარათი და შესაძლოოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა. La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიომ ინციდენტის შესახებ ისაუბრა: " ტოტიმ ნიგერი მიწოდა. მე ვხვდები რაშიცაა საქმე, ფრანჩესკო საუკეთესო თავდამსხმელი იყო და ახლე კი მე ვარ, ესაა მიზეზი ყველაფრისა." ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალოტელიმ ტოტის შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო ჩაარტყა მას რომაელმა. ბალოტელის აგენტის განცხადებით კი მარიოს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და კარგს იზამენ თუ ტოტის ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.
(ვიდეო)
|